2014 წლის მაისში რიგით მე–8 ევროპული პარლამენტის არჩევნები გაიმართება, რომელიც, ყველა აქამდე ჩატარებულ არჩევნებზე დიდი მნიშვნელობის იქნება. მაისის მეოთხე კვირაში ევროპის 400 მილიონ ამომრჩეველს ექნება შესაძლებლობა პირდაპირ გადაწყვიტოს, თუ ვინ იქნება მათი წარმომადგენელი ევროპარლამენტში მომდევნო 5 წლის განმავლობაში. აგრეთვე ამ არჩევნებზეა დამოკიდებული უახლოეს წლებში ორგანიზაციის პოლიტიკური ორიენტირები და ევროკომიის პრეზიდენტის ვინაობა.
Labels
Search This Blog
Showing posts with label არჩევნები. Show all posts
Showing posts with label არჩევნები. Show all posts
Tuesday, April 29, 2014
Wednesday, March 19, 2014
„ევრომაიდანის“ ოპოზიცია
არჩილ ყველაშვილი
ქვემოთმდებარე ინფორმაციული ხასიათის სტატია შეეხება
ევრომაიდანის მოძრაობაში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებს. მასში მოკლედაა კლასიფიცირებული უკრაინული ოპოზიციის შემადგენელი შედარებით მნიშვნელოვანი
პარტიების იდეოლოგიურ-პოლიტიკური პროფილი და პრეფერენციები.
უკრაინაში გასული წლის ნოემბერში ევროინტეგრაციული კურსის გაგრძელების მოთხოვნით აგორებული საპროტესტო ტალღა ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობს, განსაკუთრებით ქვეყნის დასავლეთ და ცენტრალურ რეგიონები, სადაც ნაციონალისტური და ანტი-რუსული
განწყობები, ტრადიციულად, მძლავრობენ. განსხვავებული სურათია აღმოსავლეთ და სამხრეთ
უკრაინაში, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა ჭარბობს. ამგვარ ტენდენციებს სოციალური კვლევებიც ადასტურებენ.
ევრომაიდანის მოძრაობას დასავლეთ უკრაინის მოსახლეობის 84 % და ცენტრალური უკრაინის
მოსახლეობის 66 % უჭერს მხარს. რაც შეეხება სამხრეთ უკრაინას, ეს მაჩვენებელი იქ 33 %-ია, აღმოსავლეთ უკრაინაში კი -მხოლოდ 13 %[i].
Subscribe to:
Posts (Atom)
