Showing posts with label საქართველო. Show all posts
Showing posts with label საქართველო. Show all posts

Tuesday, April 29, 2014

ქართული ჯარის სამშვიდობო მისიები კოსოვოდან დღემდე და აფრიკაში

ნიკა ნასრაშვილი

             ქართველი ჯარისკაცების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა ქართულ საზოგადოებაში ყოველთვის იყო განსჯის საგანი.  ამ მისიებს კი თან ახლავს პოზიცია -  სხვის ომში ქართველები არ უნდა მონაწილეობდნენ“ და ქართველმა ჯარისკაცებმა მხოლოდ საქართველოსთვის უნდა იბრძოლონ. ბევრი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა მხოლოდ სუპერ სახელწიფოების“ ინტერესებშია და საქართველოს ინტერესებში არ შედის, მაგრამ...
საქართველო საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში გასული საუკუნის მიწურულიდან მონაწილეობს:

Thursday, March 20, 2014

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო არეალი (DCFTA)



 
                                                                                                                      მარიამ წიწიკაშვილი
 ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ მოლაპარაკებები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. პოლიტიკური მოლაპარაკება საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის DCFTA-ის შესახებ ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ დაიწყო და მიზნად ისახავდა ამ შეთანხმების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებას. თუმცა მხოლოდ 2011 წლის 5 დეკემბერს მიიღო ევროკავშირმა გადაწყვეტილება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე. ასევე, აღნიშნული მიმართულება გამოცხადდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მნიშვნელოვან კომპონენტად.[i]

Wednesday, March 19, 2014

DCFTA და ევროკავშირის პოზიცია უკრაინის საკითხზე

                                     ვანო აბრამაშვილი
იმედგაცრუება, შოკი, დაბნეულობა: ეს ის განცდებია, რომლებიც სრულიად დასავლეთ სამყაროს დაეუფლა ვილნიუსის სამიტის შემდეგ. უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ვერ მოხდა და ევროგაერთიანების ისტორიაში, არ გაფორმდა არაწევრ ქვეყანასთან მოლაპარაკებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაც, რომლის მიზანს უკრაინის ევროპულ ბაზარზე ინტეგრაცია და რეგიონალური განვითარება წარმოადგენდა.

რუსეთი საქართველოს პრო-ევროპული კურსის წინააღმდეგ

ელენე კურტანიძე

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა 1992 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც სსრკ დაიშალა და პოსტ-საბჭოთა ქვეყნებმა დამოუკიდებლობა აღადგინეს. 1996 წლის 22 აპრილს ლუქსემბურგში ხელი მოეწერა ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას (PCA). 1997 წლის სექტემბრიდან კი საქართველომ დაიწყო ქვეყნის კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. თუმცა ამ ურთიერთობამ უფრო ინტესიური ხასიათი 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მიიღო, როცა მშვიდობიანი სახალხო გამოსვლების სერიას შედეგად მოჰყვა 23 ნოემბერს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომა და საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება. ქვეყანამ აირჩია განვითარების პროდასავლური კურსი, რაც რუსეთის მიერ საფრთხედ აღიქმება. ამასთან ერთად, აღსანიშნავია, პუტინის ღია სურვილი ევრაზიული კავშირის ფორმირებისა. შესაბამისად მას პოსტ-საბჭოთა ქვეყნებზე პირდაპირი თუ ირიბი ზეწოლით სურს მათი პოლიტიკის საკუთარი კონტროლის ქვეშ მოქცევა.  ამის საშუალებას მას აძლევს ის სამხედრო პოტენციალი, ეკონომიკური და პოლიტიკური ბერკეტები, ისტორიული მემკვიდრეობა, რომელიც ამ ქვეყანას გააჩნია.

Saturday, February 22, 2014

საქართველოს ელექტროენერგეტიკა - ხუდონჰესის ეფექტი

  
ნიკა ნასრაშვილი, გიორგი ჩოჩნიძე

ენერგეტიკა, როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საფუძველი, უზრუნველყოფს  ეკონომიკის სწორ ფუნქციონირებას, რადგან ელექტროენერგია წარმოების აბსოლუტურად ყველა დარგს სჭირდება. იგი განაპირობების მისი ეკონომიკის ზრდის ტემპებსა და მასშტაბებს. შესაბამისად, ენერგეტიკის მნიშვნელობა განუზომლად დიდია სახელმწიფოს არსებობისთვის. მას გააჩნია გეოპოლიტიკური დატვირთვაც  და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს  პოლიტიკურ პროცესებს.