წიგნები

ავტორი - ჯეიმს ჰოგი
გამოქვეყნდა 2010 წლის 1აგვისტოს. გამომცემლობა ‘Foreign Affairs’. 154 გვერდი
21-ე საუკუნეში აღინიშება მნიშვნელოვანი ძვრები სავაჭრო საქმიანობაში, მსოფლიო დოვლათის გადანაწილებასა და პოლიტიკის წარმოებაში. ჩინეთი ამ ცვლილებების ცენტრი გახდა და სწრაფად მიაღწია განუზომელ ძალაუფლებას, რაც სხვა ქვეყნების პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას აძლევს. თუმცა, ჯერ კიდევ ბუნდოვანია თუ როგორ მოახდენს არსებული საერთაშორისო წესრიგის რებალანსირებას ჩინეთის მზარდი როლი.
წიგნში საუბარია ჩინეთის მზარდი როლის გეოპოლიტიკურ შედეგებზე, იმ ეკოლოგიურ და განვითარების თანმდევ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგას ჩინეთი. განხილულია მისი ურთიერთობები ისეთ  ძირითად მოთამაშეებთან, როგორებიცაა აშშ., რუსეთი და ტაივანი. წიგნში თავმოყრილი თემები საერთო ჯამში ასახავს საერთაშორისო სისტემაში გლობალურ დონეზე მიმდინარე ღრმა ცვლილებებს, იმას თუ როგორია პროგნოზირებად მომავალში კონფლიქტისა და მშვიდობის აღქმა ინდივიდუალურ თუ სახელმწიფო დონეზე.  ჰოგი საუბრობს ჩინეთის წინსვლაზე, გაზრდილ შესაძლებლობებზე და მისგან მოსალოდნელ პოლიტიკურ სვლებზე, რადგან ჩინეთის ფენომენის უგულებელყოფა შეუძლებელია იმ რესურსებიდან გამომდინარე, რისი საკმაოდ დიდი პოტენციალიც გააჩნია ამ ქვეყანას.
აღნიშნული წიგნი დგაგეხმარებათ გაეცნოთ ჩინეთის შესაძლებლობებს, სწორად გაანალიზოთ არსებული ვითარება და შეძლოთ მომავალი მსოფლიო პოლიტიკური ურთიერთობების შეძლებისდაგვარად განჭვერტა, სადაც ჩინეთის შესაძლებლობები და როლი ვერ იქნება ყურადღების მიღმა დატოვებული.

ელენე კურტანიძე