Wednesday, October 30, 2013

ყარსის შეთანახმება ქართულ –თურქულ ურთიერთობებში




  გიორგი ჯანგიანი

         ყარსის  შეთანხმების სახელით ცნობილ ხელშეკურებას,  თურქეთსა და ამიერკავკასიის რესპუბლიკების საბჭოთა მთავრობებს შორის,  ხელი მოეწერა ყარსში 1921 წლის 13 ოქტომბერს ყარსის ვალის რეზიდენციაში, ხოლო რატიფიცირებულ იქნა 1922 წლის 11 სექტემბერს ერევანში. ხელშეკრულებას  ხელს აწერენ: თურქეთი, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკები. შეთანხმებით თურქეთმა აჭარის ნაწილი, მისი უდიდესი ქალაქი ბათუმით და ქ.გიუმრი საბჭოთა კავშირს გადასცა, ხოლო ნაცვლად ძირძველი ქართული ტერიტორიები: ყარსი, ართვინი და არტაანი მიიღო.

      დღეს ბევრი აცხადებს ამ ხელშეკურებას მოძველბულად,მაგრამ საერთაშორისო სამართალში ხელშეკრულებები ასე არ ქრება, ისინი ან ანულირდება, ან გადაიხედება. დავიწყოთ იმით, რომ 1992 წელს  ყარსის ხელშეკრულებამ  გაიჟღერა საქართველო –თურქეთის ჩარჩო ხელშეკრულებაში და აღვნიშნოთ უარესიც  , რუსული ოკუპაციის დროს ,2008 წლის აგვისტოში, აჭარასთან დაკავშირებით  მან  ისევ წამოიწია.  მაინც რა არის ჩადებული ამ ხელშეკურებაში და აქვს თუ არა თურქეთს რეალური ძალაუფლება აჭარაზე?!
    ისტორია

საზღვრებზე საუბრისას მუსტაფა ქემალმაეროვნული აღთქმაშეგვახსენა და მისი ტექსტი გადმოგვცაო–იტყობინებოდა ქართველი ელჩი–სიმონ მდივნი.

ქემალისტურმა თურქეთმა    საქართველოს ისტორიულ ტერიტორიებზე ამბიცია იურიდიულად  პირველად სივასის კონგრესზე(1919) დააფიქსირა   და აიძულა იმ დროისათვის უკვე ინგლისელების ხელში მარიონეტად ქცეული ოსმალეთის პარლამენტი (მეჯლისი) 1920 წლის იანვარში მიეღო ე.წ. ეროვნული აღთქმა, ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლითაც თურქეთის მომავალი საზღვრები და სახელმწიფო მოწყობა განისაზღვრა. ამ დადგენილებაში ბათუმის ოლქი თურქეთის ტერიტორიად არის წარმოდგენილი, რომელიც “დედასამშობლოს” ჯერ კიდევ 1918 წლის ივნისში დაუბრუნდა.    “აღთქმის” საფუძველზე პირველი პროტესტი ტერიტორიების გამო თურქეთმა საქართველოს ჯერ კიდევ 1920 წლის ივლისში გამოუცხადა, როცა დიდმა ბრიტანეთმა აჭარიდან ჯარები გაიყვანა და ბათუმი დაგვიბრუნდა. თუმცა იმ დროს ქემალისტების პროტესტისათვის თბილისს ჯეროვანი ყურადღება არ მიუქცევია. არადა თითქმის იგივე განმეორდა 1921 წლის იანვარშიც, როცა საქართველოს დიპლომატიური მისია სიმონ მდივნის ხელმძღვანელობით ანკარაში ჩავიდა. საზღვრებზე საუბრისას მუსტაფა ქემალმა “ეროვნული აღთქმა” შეგვახსენა და მისი ტექსტი გადმოგვცაო, – ატყობინებდა ქართველი ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროს თბილისში. (საქართველოს საპატიო საკონსულო2011,23)
    მას შემდეგ რაც 9 მარტს რუსეთ–თურქეთის მოლაპარკებაში ლენინის დავალებით  იოსებ სტალინი ჩაერთო, მდგომარეობა შეიცვალა. 10 მარტს  იუსუფ ქემალმა თავისი მოთხოვნები,  ბათუმ-ართვინისა და ყარსის თურქეთის შემადგენლობაში აღიარებაზე, უკან წაიღო. ორიოდე დღის შემდეგ კი ხელშეკრულების პროექტზე საზეიმო ხელმოწერის თარიღად 16 მარტი დაინიშნა.
მოსკოვის შეთანხმება 
16 მარტს ხელი  მოეწერა რუსეთ-თურქეთის მეგობრობის ხელშეკრულებას.
    მოსკოვში ხელმოწერილი 16-მუხლიანი დოკუმენტის მთავარი მარცვალი პირველ მუხლშია, რომელშიც თურქეთის ჩრდილო-დასავლეთი საზღვარია მოცემული. ცნებაში  “თურქეთი” იგულისხმება ის ტერიტორიები, რომლებიც განისაზღვრა ოსმალეთის დეპუტატთა პალატის მიერ შემუშავებული 1336 (1920) წლის 28 იანვრის “ეროვნული აღთქმით”. შემდეგ აღწერილია თურქეთის ამჟამინდელი საზღვარი  სარფიდან ნახჭევანამდე. რაც შეეხება ბათუმის ოლქს, მეორე მუხლში ვკითხულობთ: „თურქეთი თანახმაა დაუთმოს თავისი სიუზერენიტეტი საქართველოს ბათუმის პორტზე, ქალაქსა და იმ ტერიტორიაზე, რომელიც ამ ხელშეკრულების პირველ მუხლში მოცემული საზღვრის ჩრდილოეთით მდებარეობს, იმ პირობით, რომ:
 1) ამ ადგილების მოსახლეობა ფართო ავტონომიით ისარგებლებს, რაც უზრუნველყოფს თითოეული თემის სარწმუნოებრივ-კულტურულ უფლებებს და მიიღებს ისეთ საადგილმამულო კანონს, რომელიც მათ სურვილებს ეთანხმება;
 2) თურქეთს მიეცემა ბათუმის პორტით სხვადასხვა საქონლის თავისუფალი ტრანზიტის უფლება, უბაჟოდ და დაბრკოლებების გარეშე, ხარჯების დაუბეგრავად”.(საქართველოს საპატიო საკონსულო2011,23)
მოსკოვის ხელშეკრულების  „ სულისკვეთებითაა“ განსმჭვალული  ყარსის ხელშეკრულებაც.   მოსკოვის ხელშეკრულების მე-15 მუხლით რუსეთი ვალდებულებას იღებდა, რომ ამიერკავკასიის რესპუბლიკები მოსკოვის ხელშეკრულების პირობებს აღიარებდნენ. ( კრემლი მათზე ზეწოლას მოახდენდა).   ასეც მოხდა.
ყარსის შეთანხმება

წარსულის გაკვეთილების გათვალისწინება აუცილებელია მომავალი შეცდომების თავიდან აცილებისთვის

1921 წლის 13 ოქტომბერს თურქეთისა და საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანის დელეგაციებმა ხელი მოაწერეს მეგობრობის ხელშეკრულებას, რომელიც ძირითადად მოსკოვური დოკუმენტის იდენტური იყო და მასში ჩაწერილ დებულებებს იმეორებდა. მეორე მუხლად უცვლელად შეიტანეს მოსკოვის ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელიც ბათუმის ოლქს ეხებოდა. თითქოს ყველაფერი ნათელი იყო. თურქეთმა საქართველოს ბათუმზე თავისი სიუზერენიტეტი დაუთმო, საზღვარიც სარფზე გავიდა, საშიში არაფერია. მაგრამ გავიხსენოთ “ეროვნული აღთქმა”, რომელიც დღემდე არ შეცვლილა და თურქეთის ხელისუფლება მას მოქმედ კანონად მიიჩნევს.(საქართველოს საპატიო საკონსულო2011,23)
საინტერესოა, რომ  რუსულმა მხარემ უკვე 1920 წლის 7 მაისს გააფორმა სამშვიდობო ხელშეკრულება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან, სადაც რუსეთმა ართვინი და არტაანი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში აღიარა. (მანამდე ვიდრე მოსკოვის ხელშეკურებას დადებდა)
  ყარსის ხელშეკრულებამ დაადგინა საზღვარი საქართველოსა და თურქეთს შორის. როდესაც 1992 წელს გაფორმდა „ჩარჩო ხელშეკრულება“ საქართველოს რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის, ამ დოკუმენტში „ყარსის“ გაჟღერდა  შემდეგი სახით : „ყარსის ხელშეკრულებამ საბოლოოდ დაადგინა საზღვარი საქართველოსა და თურქეთს შორის“, რაც შეეხება „ტვირთების თავისუფალ, უბაჟო მოძრაობას“, საქართველოსთვის ყარსის ხელშეკრულების ეს წამგებიანი პუნქტი მთლიანად განეიტრალდა და გაბათილდა 1992 წლის დოკუმენტის შემდეგი დებულებით: „მხარეები იხელმძღვანელებენ ყარსის ხელშეკრულებით საერთაშორისო ვალდებულებების, არსებული პრაქტიკისა და თავიანთი კანონმდებლობის შესაბამისად“.(„7 დღე“, 1999 წელი)
        ანუ ყარსის ხელშეკრულების პუნქტები „თავისუფალი ვაჭრობის“ შესახებ გაუქმდა, ვინაიდან ეწინააღმდეგება არსებულ პრაქტიკას (80 წლის განმავლობაში არ უმუშავია) და ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას. 
   რაც შეეხება აჭარის სტატუსს,  ამის შესახებ საუბარია შემდეგ მუხლებში: მე-4 , მე-6, მე-7, მე-8 და მე-13.
მე-6 მუხლი გულისხმობს, რომ თურქეთი ცნობს ბათუმის ოლქს საქართველოს ნაწილად იმ პირობით, რომ  1) მოსახლეობას ექნება ადგილობრივი არჩევითი ადმინისტრაცია, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული თემის კულტურულ და სარწმუნოებრივ უფლებებს. ხოლო მოსახლეობას მიეცემა ნება საადგილმამულო თვითმმართველობისა (იგულისხმება მიწათმფლობელობის საკითხები).
2) მეორე მუხლი ეხებოდა თურქეთის თავისუფალ და დაუბეგრავ  შემოსვლას ბათუმის პორტში ნებისმიერ დროს, შეუფერხელბლად. მე-7 და მე-8 მუხლები საუბრობს სასაზღვრო ზოლში მცხოვრებთა თავისუფალ გადასვლასა და ზაფხულისა და ზამთრის საძოვრების თავისუფალ გამოყენებაზე.
რაც შეეხება მე-13 მუხლს , აქ საუბარია, რომ ბათუმის ოლქში მცხოვრებს, საკუთარი სურვილის შემთხვეავში, შეუძლია დატოვოს საქართველოს მოქალაქეობა, თავისუფლად გადავიდეს თურქეთის ტერიტორიაზე და თან წაიღოს საკუთარი ქონება, ან მისი შესაბამისი ღირებულება. ასევე ეს მოქალაქეები ერთი თვით თავისუფლდებიან სახმედრო სამსახურისაგან, თუკი ისინი განაცხადებენ აღნიშნული ტერიტორიის დატოვების სურვილს.
 მიუხედავად ამისა,აქ არ  წერია „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა“, „აჭარის კონსტიტუცია“, „აჭარის უზენაესი სასამართლო“, „უზენაესი საბჭო“, „რესპუბლიკის მეთაური“ და სხვა სახელმწიფოებრივი ატრიბუტები, რომლებსაც ფლობს დღევადნელი აჭარა.
         საქართველოსა და თურქეთის მიერ 20 წლის წინ ხელმოწერილი ახალი ხელშეკრულება, დღესაც აქტუალურია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ პოლიტიკოსსა და ექსპერტ-პოლიტოლოგს სულ რაღაც სამიოდე წლის წინ  მიაჩნდა, რომ ყარსის ხელშეკრულება ისტორიის კუთვნილება იყო, რომ ის უიმედოდ მოძველდა და 90 წლის წინანდელი დიპლომატიური დოკუმენტის პირობები მხოლოდ მკვლევარებსღა თუ დააინტერესდებოდათ,უკანასკნელმა მოვლენებმა მათი ეს ვარაუდები ეჭვქვეშ დააყენა. წარსულის შეცდომებმა თავი შეგვახსენა: 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის აგრესიამ, თურქეთის დიპლომატიურმა აქტიურობამ, მისი ლიდერის მოსკოვურმა ვიზიტებმა და როგორც ამბობენ, კრემლში განხილულმა აჭარის საკითხმა (თურქეთი ბათუმში ჯარების შეყვანას გეგმავდაო) კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ პრობლემა არსებობს.(საქართველოს საპატიო საკონსულო2011,23)

საქართველომ ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო არც ის უნდა დაივიწყოს, რომ ყარსის ხელშეკრულება, შეიძლება ითქვას, “უკვდავია” : ა) ცალმხრივად მისი დენონსაცია შეუძლებელია, რადგან საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი დოკუმენტში ერთი მხარის სტატუსით სარგებლობენ. მართალია, დღევანდელი სომხეთი ყარსის დებულებებს სასაზღვრო საკითხებში არ აღიარებს, მაგრამ აზერბაიჯანისათვის ყარსის ხელშეკრულებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს – ნახჭევანის კუთვნილების გამო; ბ) სანამ არსებობს მოსკოვის ხელშეკრულება, იარსებებს ყარსის დოკუმენტის პირობებიც, რადგან რუსეთი და თურქეთი მოსკოვის ხელშეკრულებას ურთიერთობის მომწესრიგებელ უმთავრეს და უპირველეს სამართლებრივ აქტად მიიჩნევენ. მას დღესაც უვადოდ თვლიან, ყოველწლიურად განსაკუთრებულად აღნიშნავენ მისი ხელმოწერის დღეს და შესაბამისად, გინდაც გავაუქმოთ, ამით საქმე მაინც არ გამოსწორდება. ამის  უმთავრესი მიზეზი კი არის რუსულ–თურქული რეგიონული ინტერესები.  ხოლო დოკუმენტში გაჟღერებული “სუზერენიტეტი“ ჯერაც რჩება ამ ურთიერთობების მნიშვნელოვან ელემენტად.


ლიტ: 
1„მასალები საქართველოს ისტორიისათვის“Договор о дружбе между Армянской ССР, Азербайджанской ССР и Грузинской ССР, с одной стороны, и Турцией - с другой, Заключенный при участии РСФСР в Карсе“
1.       „ყარსის ხელშეკრულება – 90 წლის წინ დაშვებული შეცდომა“  ოქტომბერი 23, 2011
2.       7 დღე, 4 აგვისტო, 1999 წელი „ყარსის ხელშეკრულებით თავისუფლად შეიძლება აჭარის ავტონომიის გაუქმება; დღევანდელი «აჭარის რესპუბლიკა» მთლიანად ბოლშევიკური იმპერიალიზმის ნაყოფია“