Sunday, August 18, 2013

დემოკრატიული  Coup d’etat

რევაზ ჯანაშია


    

დემოკრატიული Coup d’etat

რევაზ ჯანაშია



როდესაც 2005 წელს, საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში თავისუფლების მოედნიდან მიმართავდა შეკრებილ საზოგადოებას, ის დარწმუნებით აცხადებდა, რომ ჩვენ უპრეცედენტო დროს ვცხოვრობთ, როდესაც თავისუფლება გზას იკვლევს შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე, სპარსეთის ყურემდე და მის გაღმამოვლენები კი სულ სხვანაირად განვითარდა და თავისუფლება – “არაბული გაზაფხულისსახით სულ სხვა მხრიდან მოადგა ახლო აღმოსავლეთის რეგიონს. ეგვიპტე ერთ-ერთ იმ სახელმწიფოთაგანი აღმოჩნდა, რომელშიც დიდი გამოძახილი ჰპოვა რეგიონში მიმდინარე მოვლენებმა. რეჟიმის ცვლილებას უმტკვინეულოდ არ ჩაუვლია, მაგრამ ლიბიის მსგავსი მსხვერპლისა და სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილება მოხერხდა. სტაბილურობის გარანტი ეგვიპტის არმია იყო, შედეგად ჰოსნი მუბარაქის 30 წლიანი მმართველობა, გარდამავალი პერიოდის შემდეგ 2012 წელს შეიცვალა ისლამური საძმოს წევრის მუჰამედ მურსის პრეზიდენტობით.
მოვლენები ეგვიპტეში სწრაფი ტემპებით წარიმართა და მალევე 2013 წლის ივლისში მურსი გადაყენებული იქნა პოსტიდან და შემდგომ დაპატიმრებულიც. ყოველივე ეს ეგვიპტის არმიის მონაწილეობით მოხდა. მსგავს მოვლენას საერთაშორისო ურთიერთობებში სამხედრო გადატრიალებას უწოდებენ ხოლმე. ტერმინი რომელსაც მსგავს სიტუაციაში იყენებენ ფრანგული წარმოშობის Coup  detat  გახლავთ და ნიშნავს

უეცარ გადამწყვეტ ქმედებას პოლიტიკაში, რომლის შედეგადაც ხდება მთავრობის ცვლილება
Aარაკანონიერად თუ ძალის გამოყენებით.[1] რეგიონისთვის მსგავსი მოვლენა ნამდვილად არ გახლავთ უპრეცედენტო, მეტიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ იგი მთავრობების ცვლის საკმაოდ პოპულარული მეთოდი გახლდათ. მიუხედავად ამისა ამერიკის შეერთებული შტატები თავს იკავებს გადატრიალებად მონათლოს ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენები, მაშინ როდესაც თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ცალმხრივად გმობს მომხდარს და განსაკუთრებით დასავლეთის უუნარობას, შეაფასოს მომხდარი როგორც სამხედრო გადატრიალება, - რა მოუვიდა დასავლეთის დემოკრატიულ იდეალებს? ეგვიპტურ რევოლუციას კლავენ[2], განაცხადა ერდოღანმა. დასავლეთს, კერძოდ აშშ-ს თავისი ინტერესები ამოძრავებს, ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით. ეგვიპტური არმია 1.3 მლრდ აშშ დოლარს იღებს, უმეტესობა აქედან სამხედრო შეიარაღების სახით გადაეცემა ეგვიპტეს.[3] იმ შემთხვევაში, თუ აშშ მომხდარს გადატრიალების კვალიფიკაციას მიანიჭებს, მაშინ მას არ შეეძლება დახმარება გაუწიოს ეგვიპტეს, რადგან ამერიკის კანონმდებლობა კრძალავს ჰუმანიტარულის გარდა ნებისმიერი სხვა ტიპის დახმარება გაუწიოს სახელმწიფოს, სადაც კანონიერად არჩეული ლიდერი, გადააყენეს პოსტიდან სამხედრო გადატრიალების შედეგად.
ისლამური საძმოს მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დაკავებას თან დაერთო მათი საპრეზიდენტო კანდიდატის გამარჯვებაც, რამაც ქვეყანაში დაძაბული ფონი შექმნა. შეიქმნა სიტუაცია როდესაც რადიკალური ისლამური დაჯგუფების კონტროლქვეშ აღმოჩნდა მთელი ქვეყანა, ხოლო აშშ მსგავსი რეჟიმის დამფინანსებლად მოგვევლინა. მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ეგვიპტის მნიშვნელობაც რეგიონის სტაბილურობისათვის. ეგვიპტე პირველი არაბული სახელმწიფო იყო, რომელმაც აღიარა ისრაელის სახელმწიფო და ამ პერიოდიდან მოყოლებული განასკუთრებული ყურადღება ეპყრობოდა აშშ-ს მხრიდან. ისლამური რეჟიმის მოსვლამ ხელისუფლების სათავეში კი ყველაფერი თავდაყირა დააყენა. შეიქმნა საფრთხე ახალი ისრაელ-ეგვპიტის დაპირისპირებისა. ამ ფონზე აშშ-ს საყრდენად ქვეყნის შიგნით გადაიქცა არმია, რომელიც სარგებლობდა სრული ავტონომიით ახალი რეჟიმისგან. სწორედ არმიის სამოქალაქო ხელისუფლებისათვის დამორჩილებას შეუდგა მურსი, რის შედეგადაც მან პოსტი დაკარგა და დააპატიმრეს კიდეც.
ეგვიპტეში შექმნილი სიტუაციის პერიპეტიებს რომ გადავხედოთ, უნდობლობა მურსის მიმართ და უკმაყოფილება მისი საპრეზიდენტო მოღვაწეობით დაიწყო მას შემდეგ, რაც მან 2012 წლის ნოემბერში საკუთარ თავს მისცა შეუზღუდავი უფლებები, აქედან მოყოლებული განსაკუთრებული დავის საგნად იქცა კანონი, რომელიც პრეზიდენტს უფლებას აძლევდა რევოლუციისდაცვისმოტივით მიეღო ნებისმიერი დეკლარაცია, რომლის სასამართლოში გასაჩივრებას არ  დაექვემდებარებოდა.[4] უკმაყოფილების სხვა მიზეზთაგან აღსანიშნავია პრეზიდენტიყველა ეგვიპტელისთვისსაარჩევნო დაპირების შეუსრულებლობა. ამას დაემატა მუსლიმთა მხრიდან უკმაყოფილებაც, რომლებიც მხარს უჭერდნენ ეგვიპტის პრეზიდენტს, როგორც ისლამური საძმოს წარმომადგენელს, მუსლიმთა პრეზიდენტს და არა ყველა ეგვიპტელის წარმომადგენელს, რადგან იგი სწორედ  მათ, მუსლიმებმა აირჩიეს. შედეგად სამხრეთ ეგვიპტის ქალაქ ასიუთში, რომელიც ტიპური კონსერვატიული ისლამური რეგიონის ნაწილია ქვეყანაში, მზარდი უკმაყოფილების ფონზე მურსის პრეზიდენტობიდან გადაყენებისთანავე გაიძარცვა ისლამური საძმოს შტაბ-ბინა, ხოლო პრეზიდენტის მიერ დანიშნულ გუბერნატორს  ოფისში არ უშვებს მომიტინგე მოსახლეობა.[5]
სანამ სიტუაცია ამ ნიშნულს მიაღწევდა, 4 დღის განმავლობაში კაიროს ქუჩებში უპრეცედენტო
SvedeTis sagareo saqmeTa ministrisa da SvedeTSi egviptis elCis mimowera Twitter-is saSualebiT.

 რაოდენობის მომიტინგეები იყვნენ შეკრებილნი, პრეზიდენტის გადაყენების მოთხოვნით, აქციას გამოეხმაურა ეგვიპტის არმია და დააანონსა ულტიმატუმი, თუკი პრეზიდენტი არ დატოვებდა პოსტს მიცემულ ვადამდე, არმია თავის ხელში აიღებდა ვითარების კონტროლს რაც საბოლოოდ ასეც მოხდა, პრეზიდენტი დაპატიმრებულ იქნა და წაეყენა რამდენიმე ბრალდება, მათ შორის ადამიანის მკვლელობა. არმიამ გარდამავალი მთავრობა შექმნა, რომელსაც ადლიმან სური ჩაუყენა სათავეში გარდამავალ პერიოდში პრეზიდენტის სახით. დღემდე მურსის მომხრეები აპროტესტებენ შექმნილ ვითარებას და არმიას ღალატში დებენ ბრალს. საქმე დაპირისპირებამდეც მივიდა და მურსის 80  მომხრე უკვე გარდაიცვალა ამ დაპირსპირების შედეგად.[6] ვითარება ქვეყანაში ჯერაც დაძაბულია, ევროპელი ლიდერები ჯერჯერობით მხოლოდ არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით შეშფოთების გამოთქმით შემოიფარგლებიან. თეთრი სახლის ოფიციალური განცხადებით ისინი ესაუბრნენ ეგვიპტის ამჟამინდელ ლიდერებს და შეახსენეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მართვის სადავეები კვლავ დემოკრატიულად არჩეულ სამოქალაქო პირების ხელში აღმოჩნდეს.[7] რა კუთხით განვითარდება მოვლენები შემდეგში მხოლოდ დრო გვიჩვენებს, თუმცაღა დღეს უკვეშე გვიძლია შექმნილ ვითარებასდემოკრატიულიგადატრიალება ვუწოდოთ. ტერმინი, რომელიც თურქეთის პრემიერმა ერდოღანმა გამოიყენა თავის აღშფოთების გამოსახატავად დასავლური აუმღვრევლობისა და მხარდაჭერის საპასუხოდ მურსის პოსტიდან გადაყენებისას.



[1]http://dictionary.reference.com/browse/coup+d%27etat Dictionary.com onlain leqsikoni, mopovebulia 28.07.2013
[2]http://www.ft.com/intl/cms/s/0/b8396b56-e582-11e2-ad1a-00144feabdc0.html#axzz2aXpnMv35 Financial Times, Daniel, Dombey “Erdogan Attacks West’s Reaction to Morsi’s Overthrow” mopovebulia 28.07.2013
[4]http://www.bbc.co.uk/news/world-middle-east-18371427 BBC.co.uk Yolande, Knell “Profile: Egypt’s Mohammed Morsi” 3 July 2013, mopovebulia 29.07.2013.
[5]http://www.arabianbusiness.com/mursi-s-overthrow-rattles-egypt-s-islamists-in-their-heartland-510257.html#.UfjjuKz0thC Arabianbusiness.com “Mursi’s Overthrow Rattles Islamists in their Heartland”, mopovebulia 29.07.2013
[6]http://www.arabnews.com/news/459466 Arabnews.com Hamza, Hendawi “Egypt Death Toll Hits 80 as More Mursi Backers Killed” 28 July 2013, mopovebulia 30.07.2013
[7]http://www.jpost.com/Middle-East/Supporters-of-Egypts-Morsi-to-protest-after-overthrow-arrests-318836 The Jerusalem Post, Supporters of Egypt’s Morsi to Protest after Overthrow, Arrests, mopovebulia 30.07.2013