2013 წლის 23 ივნისს პაკისტანის ჩრდილოეთით, ქაშმირის
ტერიტორიაზე, ტერორისტული აქტი მოხდა. ტერორისტები თავს დაესხნენ ალპინისტებს, მოკლეს
10 უცხოელი ტურისტი, 6 უკრაინელი, 2 ჩინელი, 1 ამერიკელი და 1 ადგილობრივი გიდი. მედიის
ცნობით, მომხდარი ტერაქტის სიახლოვეს იმყოფებოდა ქართველ ალპინისტთა ჯგუფი, თუმცა მათ
არანაირი საფრთხე აღარ ემუქრებათ და ისინი უკვე სამშვიდობოს არიან. ტერორისტული აქტი
საკუთარ თავზე ირანულმა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჯანდალაჰმამ“ (Jundallah) აიღო.
მათ გაავრცელეს ოფიციალური განცხადება: „ეს უცხოელები ჩვენი მტრები იყვნენ, ამიტომ ჩვენ დიდი სიამაყით ვიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. მსგავსი ტიპის თავდასხმები აუცილებლად გაგრძელდება მომავალშიც". თავისთავად ის ფაქტი რომ ტერორისტული აქტი განხორციელდა და
მათ გაავრცელეს ოფიციალური განცხადება: „ეს უცხოელები ჩვენი მტრები იყვნენ, ამიტომ ჩვენ დიდი სიამაყით ვიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. მსგავსი ტიპის თავდასხმები აუცილებლად გაგრძელდება მომავალშიც". თავისთავად ის ფაქტი რომ ტერორისტული აქტი განხორციელდა და
საინტერესეო იქნება, უფრო ახლოს გავიცნოთ აღნიშნული
ორგანიზაცია, რადგან შესაძლოა შესწავლა უფრო მეტად დაგვეხმაროს მათი ტერორისტული ქმედებების
ახსნაში.
„ჯანდალაჰი“ – „საღმრთო ჯარისკაცები“, როგორც ისინი
საკუთარ თავს უწოდებენ, აგრეთვე ცნობილია „ირანის სახალხო წინააღმდეგობრივი მოძრაობის“
სახელით. ეს დაჯგუფება წარმოადგენს შეიარაღებულ სამხედრო ორგანიზაციას, რომელიც განლაგებულია
ბალოჰისტანის რეგიონში(პაკისტანის დასავლეთი). აღსანიშნავია, რომ ის ირანში სუნიტი მუსლიმების უფლებებისათვის მებრძოლ ორგანიზაციად
მიიჩნევა. ეს ორგანიზაცია დაარსდა აბდულმალეკ რიგის მიერ. მიჩნეულია, რომ აღნიშნულ
დაჯგუფებას 700-დან 2000-მდე მებრძლის მობილიზება შეუძლია. 2003 წლიდან მოყოლებული
პასუხისმგებლობა აქვს აღებული 154 ადამიანის
მკვლელობასა და 320 ადამიანის დაშავებაზე. აგრეთვე, ჯგუფი საკუთარ თავზე იღებს
400-მდე ირანელი ჯარისკაცის მკვლელობას.
ორგანიზაცია აღიარებულია ტერორისტულად თავად ირანისა
და აშშ-ის მიერ. მიუხედავად აშშ-ის დამოკიდებულებისა ტერორიზმის მიმართ, ირანელები
ხშირად ადანაშაულებენ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს „ჯანდალაჰის“ დახმარებასა და მათი ირანის
წინააღმდეგ მიმართვაში. სხვადასხვა მოსაზრებით, აღნიშნულ ორგანიზაციას გააჩნია კავშირები
თვით „დიდ ალ-ქაიდასთან“.
„ჯანდალაჰი“ ჩამოყალიბების დღიდან მიჩნეულია ორგანიზაციად,
რომლის მთავარ სამიზნესაც წარმოადგენს უმაღლესი რანგის ადამიანების მკვლელობა, როგორც
სამხედრო, ისე სამოქალაქო პირების. იგი ხშირად ასოცირდება „ბალუჰის სეპარატისტულ მოძრაობასთან“, რომელიც ჩამოაყალიბა სადამ ჰუსეინმა ერაყ-ირანის
ომის დროს. ეს იყო ერთ-ერთი სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებდა პაკისტანის ტერიტორიაზე
დამოუკიდებლად. ირანი ხშირად ადანაშაულებს აშშ-ს იმაში, რომ მან ხელი შეუწყო „ჯანდალაჰის“
ასპარეზზე დაბრუნებას. „ჯანდალაჰი“
ხშირად ინტერპრეტირებულია, როგორც სეპარატისტული ორგანიზაცია, რომლის მიზანსაც წარმოადგენს
დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბება ირანისა და პაკისტანის საზღვარზე. ოფიციალური
თეირანი აცხადებს, რომ „ჯანდალაჰი“ არის ორგანიზაცია, რომელსაც აქეზებენ „გარედან“
ირანის ისლამური რესპუბლიკის დესტაბილიზაციის მიზნით. აბდულმალეკ რიგი, ორგანიზაციის
ლიდერი, ყოველთვის გმობდა ყველანაირ კავშირს სხვა სახელმწიფოებთან, ან რაიმე სახის
სეპარატისტულ მისწრაფებებს. იგი აცხადებდა, რომ მისი ორგანიზაციის ერთადერთ და მკაფიო
მიზანს წარმოადგენდა ირანში სუნიტი მუსლიმების უფლებების დაცვა. იგი საკუთარ თავს ყოველთვის მიიჩნევდა ჭეშმარიტ
ირანელად და გამორიცხავდა ყოველგვარ სეპარატისტულ მისწრაფებას. 2008 წლის 17 ოქტომბერს
„ალ-არაბიაში“ გავიდა რიგის ინტერვიუ, სადაც იგი აცხადებდა: „ერთადერთი რაც ჩვენ გვსურს,
არის ის, რომ ვთხოვოთ ირანის ხელისუფლებას, გვქონდეს ისეთივე უფლებები, როგორებიც აქვთ
ირანის შიიტ მოქალაქეებს“. რიგი ყოველთვის
უარყოფდა კავშირებს ალ-ქაიდასთან და თალიბანთან. აღნიშნული ინტერვიუ მან შემდეგი სიტყვებით
დაასრულა: „many of us have been martyred ... Insha Allah“.
დრამატულად
განვითარდა მოვლენები 2010 წელს. კერძოდ, 23 თებერვალს რიგი დააკავეს ირანში. რამდენიმე
დღეში იგი გამოვიდა ირანის ტელევიზიით და განაცხადა, რომ აშშ დაპირდა ფინანსურ და სამხედრო
დახმარებას ირანის მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც, რა თქმა უნდა, აშშ-მა უარყო.
რიგი 2010 წლის 20 ივნისს სიკვდილით დასაჯეს.
მის შემცვლელად მოიაზრება მუჰამედ დაჰირ ბალუხი.