Saturday, February 22, 2014

ინდოეთი - ყველაზე დიდი დემოკრატია

               
 რევაზ ჯანაშია
ინდოეთის მოსახლეობა დაახლოებით 1.2 მილიარდ ადამიანს შეადგენს. 18 წელს გადაცილებულ ნებისმიერ მოქალაქეს კი უკვე ხმის მიცემის უფლება გააჩნია, შედეგად ინდოეთი გვევლინება მსოფლიოს ყველაზე დიდ დემოკრატიულ სახელმწიფოდ. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 66 წლის მანძილზე, დმოკრატია ინდოეთისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარია, ის რაც აერთიანებს კულტურულად, ეთნიკურად და რელიგიურად განსხვავებული მოსახლეობის უზარმაზარ ოდენობას ერთ სახელმწიფოში.

ინდოეთს ჩრდილოეთიდან ჩინეთი, ნეპალი და ბუტანი ესაზღვრება, ჩრდილო-დასავლეთით ავღანეთი და პაკისტანი, აღმოსავლეთით მიანმარი და ბანგლადეში, სამხრეთით კი შრი-ლანკა. ინდოეთის მოსახლეობის 65% 15-64 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას განეკუთვნება, საშუალო ასაკი ქვეყანაში 26.2 წელს შეადგენს, რაც ზოგადად ძალიან დაბალი მაჩვენებელია მთელ მსოფლიოში. მოსახლეობის ოდენობით ინდოეთი მხოლოდ ჩინეთს თუ ჩამორჩება, ხოლო ტერიტორიით იგი მე-7 ადგილს იკავებს მსოფლიოში.
თანამედროვე ინდოეთი უფრო მეტად ინგლისური იმპერიალიზმის მემკვიდრეობაა, ვიდრე ის უძველესი ცივილიზაცია ინდურ სუბ-კონტინენტზე რომ მოსახლეობდა ოდითგან. სწორედ, ინგილისელების დასმახურებით“ გაერთიანდა იგი ერთ სახელმწიფოდ, დემოკრატიული მმართველობის სისტემით, თუმცაღა სწორედ ეს სისტემა, აფერხებს ინდოეთს, კერძოდ ინდური ეკონომიკის პოტენციალის გამოსავლენად, ასევე მცდელობა დაეწიოს ჩინეთს სულ უფრო შორეულ პერსპექტივად მოჩანს. ინდოელები შეშფოთებულნი არიან დემოკრატიის ფასით“, მათ სულ უფრო მეტად აწუხებთ კითხვა მეტისმეტად ბევრი დემოკრატია ხომ არ აქვთ ქვეყნის ეფექტურად ფუნქციონირებისათვის. ეს საკითხი განსაკუთრებით გამწვავდა მთავრობის მაღალ ეშელონებში კორუფციული სკანდალებით, სულ უფრო პოპულარულია აზრი რომ დემოკრატიული მმართველობის ის სისტემა რომელსაც ინდოეთი იყენებს, გაუმართავია. ქალაქებში გამოკითხულ რესპოდენტთა მესამედმა მხარი დაუჭირა მოსაზრებას, რომ ქვეყანა უნდა მართოს ძლიერმა ლიდერმა, მხოლოდ გამოკითხულთა მეხუთედი მიემხრო არსებული სისტემის შენარჩუნებას.
სანამ ინდოელები დემოკრატიის სარგებლობაზე და მმართველობის ამ ფორმის მიზანშეფერილობაზე ბჭობენ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ. ამაყად უწოდა ინდოეთს მსოფლიოს ყველაზე დიდი დემოკრატია“, მაგრამ ინდოეთის დემოკრატიულობა სწორედ რომ კითხვის ქვეშ დგას. რამდენად შეიძლება ინდოეთს ერქვას ყველაზე დიდი დემოკრატიული სახელმწიფო იმ პირობებში, როდესაც, ადამიანის უფლებები მასიურად ილახება. 1988 წლის 30 მარტს ინდოეთის მთავრობამ შეაჩერა კონსტიტუციის 21 მუხლი, რომლის მიხედვითად არცერთ ადამიანს არ აღეკვეთება თავისუფლება და არ არ ექნება გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი, სასამართლო პროცესის გარეშე. ეს მუხლი გაუქმებულ იქნა პუნჯაბის პროვინციაში, რომელიც ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობს და სადაც 1984-1995 წლებში სეცესიის მცდელობას ქონდა ადგილი. უეცრად შეიქმნა სიტუაცია, როდესაც პოლიციის ოფიცერს შეეძლო პუნჯაბის მცხოვრები, დაეკითხა, დაეპატიმრებინა და სიცოცხლეც გამოესალმებინა მისთვის, სასამართლო პროცედურის გარეშე. ინდოეთის მთავრობის ეს ნაბიჯი მიზნად ისახავდა, გაენადგურებინა სეცესიონისტთა მოძრაობა მასობრივი დაკითხვებითა და დაპატიმრებებით დაეშნებინა მოსახლეობა, მსგავს აქტივობაშ მონაწილეობის მიღებისაგან, ინდოეთის ერთიანობის შესანარჩუნებლად,  მიზანი ამართლებდა საშუალებას, მაგრამ რის ფასად? საერთაშორისო კვლევების მიხედვით, ამ მუხლის შეჩერების შედეგად 20 000-მდე ადამიანი იქნა მოკლული.
პუნჯაბის კონფლიქტი 1984 წელს დაიწყო, როდესაც ინდური შეიარაღებული ძალები ე.წ. ოქროს ტაძარს“ სითხების რელიგიური და პოლიტიკური ცხოვრების ცენტრს. ინდოეთის მაღალჩინოსანთა მტკიცებით, ტაძარს პუნჯაბის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი მეამბოხეები აფარებდნენ თავს და ტერორისტული აქტებისათვის ბაზად იყენებდნენ ოქროს ტაძრის“ კომპლექსს. შედეგად, ინდეთმა მიიღო ნამდვილი შეიარაღებული დაპირისპირება, რადგანაც თითქმის მთელმა პუნჯაბმა იარაღს მოჰკიდა ხელი. კონსტიტუციის ხსენებული მუხლის შეჩერებით კი ინდურმა სამართალდამცავებმა მიიღეს, უფლება დაეკითხათ, ეწამებინათ, დაეპატიმრებინათ და სიცოცხლე გამოესალმებინათ ნებისმიერი საეჭვო“ პუნჯაბელისათვის. 1996 წელს ინდოეთის უმაღლესმა სასამართლომ იპოვა მტკიცებულება პუნჯაბში მიმდინარე მოვლენებისას გენოციდის ნიშნების შესახებ, მათ პუნდჯაბის ერთერთ რაიონში 2000 საიდუმლდოდ კრემირებული ადამიანბის შესახებ, პოლიციის საიდუმლო დოკუმენტებს მიაკვლიეს, არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცებით, მსგავს საიდუმლო კრემირებებს პუნჯაბის 12ივე რაიონში ქონდათ ადგილი.
ისტორიას ახსოვს მოსახლეობისადმი მსგავსი მოპყრობა არგენტინაში, ელ-სალვადორში, მაგრამ თუ იქ ქვეყანას სამხედრო ხუნტა მართავდა, ინდოეთის შემთხვევაში ჩვენ საქმე დემოკრატიულ სახელმწიფოსთან გვაქვს, სადაც ორივე ზედა და ქვედა პალატამ ხმების უმრავლესობით მიიღო აღნიშნული კანონ-პროექტი. დღემდე მსგავს მეთოდებს იყენებს ინდოეთი ქაშმირიში, ხოლო პუნჯაბში დაღუპულ ადამიანებისათვის კი ოფიციალური პირების პასუხისმგებლობის საკითხი ჯერაც არ დამდგარა. შეიძლება კი ასეთ სახელმწიფოს ეწოდოს მსოფლიოს ყველაზე დიდი დემოკრატია? თუ მმართველობის ფორმაზე ვსაუბრობთ დიახ, მაგრამ თუ ვსაუბრობთ დემოკრატიულ ღირებულებებზე, პრინციპებზე მაშინ პასუხი უარყოფითი იქნება.