Saturday, February 22, 2014

თურქულ - ქურთული კონფლიქტის ისტორიული წანამძღვრები და თანამედროვე პერსპექტივა

გიორგი ჩაფიძე, დიანა ენდელაძე
მსოფლიოში ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფი, რომელსაც საკუთარი სახელმწიფო არ გააჩნია ქურთები არიან.  მე-20 საუკუნის დასაწყისიდან  მიმდინარეობს ოთხი სახელმწიფოს ტერიტორიაზე (თურქეთი, ერაყი, ირანი, სირია) გაფანტული ხალხისა და ამ სუვერენული სახელმწიფოების  ეთნოტერიტორიული დავა, რაც საბოლოო მიზნად ისახავს ერთიანი ქურთული სახელმწიფოს დაფუძნებას.  ქურთული კონფლიქტი“ უფრო და უფრო მეტ სიმწვავეს იძენს მზარდი ქურთული  მოსახლეობისა (დაახ. 30 მილიონი) და წინააღმდეგობის ფონზე. 1970 წელს ქურთულმა ელემენტმა ერაყის ტერიტორიაზე მიაღწია კიდეც ავტონომიური სტატუსის აღიარებას ცენტრალური მთავრობისაგან. მიუხედავად ამისა, ქურთული ეთნოსი დღესაც დისკრიმინირებულად მიიჩნევა ოთხივე სახელმწიფოს შემადგენლობაში. აღსანიშნავია, რომ ქურთებს არასადოეს შეუქმნიათ უმაღლესი დონის პოლიტიკური ერთეული - სახელმწიფო .
ეს არც აიუბიდების ქურთული დინასტიის დამაარსებელ სალადინს გაუკეთებია. იმ პირობებში, როდესაც ის ეგვიპტესა და წინა აზიის უდიდეს ტერიტორიებს განაგებდა დღევანდელი ქურთისტანის ჩათვლით.
ქურთული ეთნოსი ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვიდან 1514 წლის ჩალდირანის ბრძოლამდე ერთი სახელმწიფოს ტერორიტორიაზე სახლობდა, იქნებოდა ეს ხალიფატი, ილხანატი თუ სხვა. 1514 წელს  ქურთებით განსახლებული ტერიტორია გაიხლიჩა ოტომანებისა და საფარიდების იმპერიებს შორის
. ასე გრძელდებოდა I მსოფლიო ომამდე, რომლის შემდეგაც ქურთები იმ ოთხი სახელმწიფოს ტერიტორიაზე განაწილდნენ, რომლებშიც დღემდე არიან. საგულისხმო გარემოებაა, რომ ქურთები არიან ინტეგრირებულნი თითოეულ მათგანში თუმცა არა ასიმილიზირებულნი - ინარჩუნებენ საკუთარ ენას და იბრძვიან თუნდაც სულ მცირე ავტონომიის მიღწევისათვის. განსაკუთრებით აქტუალური თურქეთის ტერიტორიაზე მოსახლე ქურთების პრობლემაა. თუქრეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონში 15 მილიონამდე ქურთი სახლობს. ისინი პერიოდულად აწყობენ აჯანყებებსა თუ სახალდო დაუმორჩილებლობის მოძრაობებს ცენტრალური მთავრობის წინაღმდეგ და ბრძოლა დღემდე არ კარგავს აქტუალობას.
ქურთული ნაციონალიზმის გაღვივება ემთვევა ოსმალეთის იმპერიის ძლევამოსილების დასუსტების პერიოდებს. რუსეთ თურქეთის 1928-29 წლების ომის შემდეგ გაჩნდა ქურთთა თვითგამორკვევის მცდელობები. ისინი ქურთული სახელმწიფოს დაფუძნებასაც კი ცდილობდნენ, რომელიც დასავლეთით ანკარამდე მიაღწევდა.
ყირიმის ომის შემდეგ ბრწყინვალე პორტამ“ გაზარდა ქვეყნის რეგიონების ცენტრალიზაციის დონე, მათ შორის ქურთებით დასახლებული სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიისაც და რუსეთ-თურქეთის მომდევნო ომის  (1878-78 წწ.) დასრულებმდე ქურთული ნაციონალისტურმა მოტივებმაც უკანა პლანზე გადაიწია. 1880-1881 წლებში შეიხ აბდულას ჰქონდა მცდელობა დაეარსებინა ქურთული პრინციპატი. მე-20 საუკუნეში ქურთულმა  ნაციონალიზმმა თავისი არსებობის პიკს მიაღწია. I მსოფლიო ომში ოსმალეთის  დამარცხებამ და ამით გამოწვეულმა იმპერიის რღვევამ ქურთებში თვითგამორკვევისა და სახელმწიფოს შექმნის იმედები ჩასახა.  თუმცა, მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც ამას ქურთები იმედოვნებდნენ. ქემალ ათათურქის მიერ გატარებული რეფორმები მათთვის დიდი უკმაყოფილების საფუძველი გახლდა, რადგან თურქეთის სახალხო გმირი არაფრად აგდებდა ქურთების ნაციონალიზმს.  1925 წლიდან მოყოლებული თურქეთის პოლიტიკა ქურთების მიმართ მკვეთრად გამოხატული ეროვნული ღირსებების და თვითშეგნების მოსპობით აღინიშნებოდა. ათათურქი მათ მთიანი რეგიონის თურქებად მოიხსენიებდა, აკრძალა ქურთულ ენაზე სწავლება, მუსიკა, ჟურნალ-გაზეთების გამოცემა, ტელემაუწყებლობა, ახალშობილებზე ქურთული სახელების დარქმევაც კი. ბუნებრივია, რომ ასეთ პირობებში მყოფ ქურთებს გაუჩნდებოდათ დისკრიმინაციული პოლიტიკის საწინააღმდეგო გრძნობა და სიტყვას საქმედაც აქცევდნენ. ქურთების აჯანყება წაახალისა ინგლისმა, რომელმაც ეთნიკური კონფლიქტი მარჯვედ გამოიყენა ქემალისტური რეჟიმის წინააღმდეგ. ინგლისს თავისი იმპერისლისტური მიზნები ამოძრავებდა, რაც მოსულის საკითხის განხივლის მოახლოებასთან იყო დაკავშირებული. შედეგად, 1925 წელს მთიანი ქურთისტანი აჯანყდა. ეს აჯანყება ქემალისტების სეკულარული ორიენტაციის წინააღმდეგ ისლამისტური მოძრაობა იყო, რამაც, ბუნებრივია, ევროპის ქვეყნების მხარდაჭერა ვერ ჰპოვა. თავდაპირველად აჯანყებულებმა გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიეს და ამით თურქეთის მთავრობის კრიზისიც გამოიწვიეს, თუმცა შემდგომ ბედის ბორბალი მათ საწინააღმდეგოდ შეტრიალდა. თურქეთის მთავრობის თავჯდომარე შეიცვალა და მეჯლისმა მიიღო ისეთი კანონები, რომლებიც თურქეთს აჯანყების ჩახშობის
საშუალებას მისცემდა. ასეც მოხდა და თუქრთა რეგულარუმა არმიამ 80 ათასი ჯარისკაცის შემადგენლობით ბოლო მოუღო აჯანყებულთა 20 ათასიან შეიარაღებულ ლაშქარს. სასტიკად გაუსწორდნენ მეთაურებს სასამართლოს სხდომებზე და უკლებლივ ყველა ჩამოახჩვეს. 1927 წელს ქურთებმა დააარსეს ქურთული პოლიტიკური წარმონაქმნი-
არარატის ქურთული რესპუბლიკა“. დედაქალაქად მთა არარატის მახლობლად მდებარე სოფელი ქურდავა გამოაცხადეს. ამ რესპუბლიკის არსებობის უფლება თითქმის არცერთმა იმდროინდელმა სახელმწიფომ არ სცნო და მალევე მესამე არარატული ოპერაციის შედეგად დაემხო კიდეც.  დაიწყო მასობრივი რეპრესიები რაც სულ მალე ახალ კანონებშიც აისახა. 1934 წელს მეჯლისმა ეროვნულ უმცირესობათა წინააღმდეგ მიმართული კანონი გამოსცა, რომელის მიხედითაც შინაგან საქმეთა მინისტრი ცხადდებოდა უფლებამოსილად სხვადასხვა ხალხის საცხოვრებელი ადგილი შეეცვალა იმის მიხედვით, თუ რამდენად შეეთვისა“ ეს ცალკეული ხალხი თურქულ კულტურას. დაიწყო ქურთების გადასახლება ქვეყნის სხვადასხვა მხარეს, რათა დაქსაქსულობის შედეგად ორგანიზაციულობა დაკარგულებს მსგავსი ჯანყი აღარ მოეწყოთ.
ქურთული ნაციონალიზმისა და თვითგამორკვევის უფლებისათვის ბრძოლამ პიკს მიაღწია 1984 წელს როდესაც შეიქმნა ქურთისტანის მშრომელთა პარტია (PKK). აქედა მოყოლებული 1999 წლამდე პარტიასა და თურქეთის ხელისუფლებას შორის აქტიური შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობდა. თურქეთის ხელისუფლება, თავის მხრივ მკაცრ ანტიქურთულ პროპაგადას ატარებდა საზოგადოებაში. აუქმებდნენ იმ პარტიებს, რომლებზედაც გონივრული ეჭვი მაინც არსებობდა, რომ PKK-სთან თანამშრომლობდენ. მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა სამართლიანობისა და განვითარების პარტია (AKP) ერდოღანის მეთაურობით, არსებული ანტიქურთული პოლიტიკა თანდათანობით შეიცვალა ტოლერანტული პოლიტიკით.თუმცა, ეს იმას არ ნიშავს, რომ დაპირისპირება აღარ არსებობს. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ისევ შეინიშნება ძალადობის გამოლინენები. 2011 წელს პპკ-მ ერაყის საზღავრზე მოკლა 24 სამხედრო მსასმახურე, რაც 1990 წლის შემდეგ კონფლიქტის ყველაზე დიდი მსხვერპლია. 
ბოლო მონაცემების მიხედვით, თურქეთში ქურთები 75,627,384 ადამიანიდან  18%-ს შეადგენენ, ქურთულ ენაზე თურქეთის მოსახლეობის 12%-ზე მეტი საუბრობს. ამ ეთნიკური უმცირესობის დამცველად დღეს მეჯლისში მშვიდობისა და დემოკრატიის პარტიაა (BDP), რომელიც წარმოდგენილ ოთხ პარტიიდან ერთ-ერთია.
ქურთისტანის მუშათა პარტიის“ აჯანყებისა და ქვეყნის სათავეში  სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ მოსვლის შემდეგ დაიწყო ერთგვარი დათბობის პოლიტიკა“ თურქეთის ცენტრალურ მთავრობასა და ქურთებს შორის. ქვეყნის სათავეში სეკულარისტი პრემიერის რეჯეფ ერდოღანის მოსვლის შემდგომ სიტუაცია ერთგვარად გამოსწორდა. მათ აქამდე არნახული შეღავათები და უფლებები დაუწესეს ქურთულ მოსახლეობას. 2002 წლის აგვისტოში თურქეთის დიდმა ეროვნულმა კრებამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო, რითაც დაუშვა ქურთულ ენაზე სწალება, მუდმივმოქმედი ქურთულენოვანი რადიოსა და ტელევიზიის არსებობა. მანამდე ოფიციალურ დონეზე ეთნოსის თვითდასახელების ხსენებაც კი არ შეიძლებოდა (ისინი მთიელ/აღმოსავლეთის თურქებად“) იწოდებოდნენ. 2010 წლიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში სადაც ქურთები აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენენ დაიწყეს საგზაო ნიშნების ორ ენაზე განთავსება, ქურთულ ენაზე დაბეჭდილი ქორწინების მოწმობების დაბეჭვდა. გარდა ამისა, თურქეთი 90-წლებიდან აქტიურად ანხორციელებს სამხრეთ-ანატოლიის პროექტს, რაც მიზნად ისახავს ქურთებით დასახლებული მიწების ირიგაციასა და მათი განსახლების არეალების ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას. თუქრეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ გამოსწორებული სოციალური ფონი ქურთებში ირედენტისტულ სწრაფვებს შეამცირებს.  შეიძლება ითქვას რომ თურქეთის ეს პოლიტიკა მიზანმიართულია არა იმდენად ქურთული მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისაკენ, არამედ გამომდინარეობს ქვეყნის ევროპეიზაციის კურსიდან. ქვეყანა ცდილობს მიაღწიოს ევროკავშირთან ასოცირებას, რისთვისაც მის ფარგლებში მინიმუმ არ უნდა არსებობდეს დისკრიმინირებული ეთნოსი. უფრო რთულად სავარაუდოა რომ თურქეთმა სისხლისმღვრელი დაპირისპირებს შემდეგ (1984-1999 წწ.) ქურთებთან უეცრად დაარეგულირა ურთიერთობები. თუქრეთის პოლიტიკა თვით ექსტრასეკულარული ქემალისტების დროსაც კი უკიდურესად ხისტი იყო ქურთული იდეების მიმართ.    ეს დათბობა“ თურქულ-ქურთული კონფლიქტის ნათელი წერტილია, შესაძლოა, ერთადერთი ნათელი წერილიც, რამაც საბოლოო ჯამში შესაძლოა უზრუნველყოს მათო სრული ინტეგრაციის მიღწევა თურქეთთან. 
ალბათობა იმისა, რომ ქურთებმა დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნან დღევანდელ პირობებში ძალიან მცირეა. თურქეთი, ერაყი, ირანი და სირია ვერ დაუშვებენ საკუთარ ტერიტორიაზე ქურთული პოლიტიკური წარმონაქმნის შექმნას. ეს, პირველ რიგში, არ გამომდინარეობს მათი ეროვნული ინტერესებიდან. მაგალითად, ქურთებით დასახლებულ ერაყის ტერიტორიაზე (მოსულში) უდიდესი ნავთობის რესურსებია, რისი დაკარგვაც ერაყის მთავრობას სულაც არ სურს. ასეთივე მიზეზები აქვს დანარჩენ სამ ქვეყანასაც. ერთი შეხედვით, ეს წარმოუდგენელია დღევანდელი ფორმაციის საერთაშორისო სამართლის ფარგლებშიც, რომელიც მხოლოდ იმ ერთა თვითგამორკვევის უფლებას აღიარებს, რომელსაც ოდესმე დამოუკიდებელი სახით უარსებია ქურთები კი ასეთი ეთნოსს სულაც არ წარმოადგენენ.
წყაროები