Saturday, February 22, 2014

„ოსტპოლიტიკა“ და მისი მემკვიდრეობა


ვანო აბრამაშვილი
ახალი აღმოსავლური პოლიტიკა“ იყოს ის პროცესი, რომელმაც მთლიანად შეცვალა დასავლეთ - აღმოსავლეთ ბლოკის ურთიერთობები, რაც, თავის მხრივ, მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე სრულიად ახლებური მიდგომების წარმოშობის საწყისი აღმოჩნდა ზესახელმწიფოებს შორის. დასავლეთ გერმანიას, რომელიც თავისი არსებობის განმავლობაში რომაული ორსახოვანი ღმერთი - იანუსივით ორ მხარეს, აღმოსავლეთითა და დასავლეთით იყურებოდა, დრო დაუდგა მკაფიოდ განესაზღვრა საკუთარი ეროვნული ინტერესები და ჩაენაცვლებინა ერთიანი გერმანიის საკითხზე არსებული ტრადიციული პოზიცია უფრო მოქნილი, მანევრირებადი მიდგომით.
ეს ითვალისწინებდა დაყოფილი გერმანიის მდგომარეობის რეალისტურ შეფასებას და საბჭოთა კავშირის, როგორც ევროპული ჰეგემონის აღიარებას.
1969 წლის სექტემბერში გამართული ფედერალური არჩევნების შედეგად  დასავლეთ გერმანიის ქრისტიან–დემოკრატიული კავშირის 20 წლიანი მმართველობა დასრულდა და პირველად ქვეყნის მართვის სადავეები სოციალ–დემოკრატებმა გადაიბარეს. კანცლერად  დასავლეთ ბერლინის ყოფილი მერი და გფრ–ის საგარეო საქმეთა მინისტრი ვილი

ბრანდტი იქნა არჩეული, რომელმაც გამარჯვებისთანავე დაიწყო სრულიად ახლებური პოლიტიკის გატარება, რომელიც ახალი აღმოსავლური პოლიტიკის“ სახელით გახდა ცნობილი. ეს უკანასკნელი ითვალისწინებდა საბჭოთა ბლოკის ქვეყნებთან ურთიერთობებში ჰალშტაინის დოქტრინით“ (ამ დოქტრინის მიხედვით გფრ წყვეტდა დიპლომატიურ ურთიერთობებს იმ სახელმწიფოსთან, რომელიც აღიარებდა გდრ–ს დამოუკიდებლობას)  გამოწვეული სტაგნაციის ჩანაცვლებას განსხვავებული მიდგომით, კერძოდ კი მაშინდელი სახელმწიფო მდივნის, ეგონ ბარის ფორმულით ცვლილება დაახლოების გზით“. 
1970 წლის მარტში, პირველად  გერმანიის გაყოფის შემდეგ, ორი გერმანული სახელმწიფოს ორი ლიდერი ერთმანეთს შეხვდა აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ ერფურტში, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ორ დაპირისპირებულ ბანაკს შორის კომუნიკაცია აღსდგა. ვილი ბრანდტისა და ვილი შტოფის ამ შეხვედრის შემდეგ, მალევე დაიწყო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, პირველი ასეთი იყო იმავე წლის მოსკოვისა და ვარშავის ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვით დასავლეთ გერმანია დე–ფაქტოდ აღიარებდა აღმოსავლეთ გერმანიას და პოლონეთის დასავლეთ სასაზღვრო ზოლს, რომელსაც მეორენაირად ოდრა–ნაისის ხაზსაც უწოდებდნენ. ამ რევოლუციურმა შეთანხმებამ საშინაო, ისე საგარეო აქტორების გამოხმაურება ჰპოვა. შიდაპოლიტიკურ წრეებში მას მოიხსენიებდნენ, როგორც მეორე რაპალოს, ხოლო ბრანდტს ქვეყნის ღალატშიც კი ადანაშაულებდნენ. თავის მხრივ, კი ამერიკა, ბრიტანეთი და საფრანგეთი აქტიურად ცდილობდნენ აღმოსავლეთთან ურთიერთობების დათბობას „Détente“-ს პოლიტიკის ფარგლებში, შედეგად 1972 წელს დაიდო ბერლინის ოთმხრივი შეთანხმება მეორე მსოფლიოს ომის დროინდელ მოკავშირეებს შორის. ეს შეთანხმება ითვალისწინებდა ევროპაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობისა და ტერიტორიული საზღვრების აღიარებას, ასევე გფრ–ს მხრიდან დასავლეთ ბერლინზე ცალსახა კონტროლის დაუმყარებლობას და დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიას შორის მოქალაქეებისა და საქონლის მოძრაობას. ამ შეთანხმებამ ერთგვარი გარღვევა მოახდინა ორ დაპირისპირებულ ბანაკს შორის არსებულ ვითარებაში, ვინაიდან ბერლინი აღარ ითვლებოდა დესტაბილიზირებულ ზონად  და ორი გერმანია“ ახლა უფრო ახლოს იყო ერთმანეთთან ვიდრე არასდროს. ოსტპოლიტიკის“ ნაყოფი იყო 1972 წელს აღმოსავლეთ გერმანიაში ძირითადი კანონის“ მიღება, რომლის მიხედვით გფრ აღიარებდა გდრ–ს, როგორც თანასწორ, დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს და თანხმდებოდა მუდმივი წარმომადგენლობის გაცვლას.       საბოლოო წერტილი კი1973 წელს დაისვა, როცა ორი გერმანული სახელმწიფო გაეროში გაწევრიანდა, როგორც ორი სხვადასხვა ქვეყანა.
დღევანდელი გადმოსახედიდან ძნელია არ აღფრთოვანდე იმ არნახული გამბედაობითა და პოლიტიკური ალღოთი, რომელიც კანცლერ ბრანდტს აღმოაჩნდა თავისი აღმოსავლური პოლიტიკის დაგეგმვის დროს. მაშინ, როცა სასწორის ერთ პინაზე დევს პრობლემის უგულებელყოფა და დიდი შრომის შედეგად მოპოვებული პრესტიჟის შენარჩუნება ხოლო მეორე მხარეს პრობლემის აღიარება და მისი გრძელვადიან პერსპექტივაში განხორციელების შანსი. შეიძლება ამ უკანასკნელმა დაგაფრთხოს, ვინაიდან, ალბათობა იმისა, რომ შენი გეგმის განხორციელებას უბრალოდ ვერ მოესწრო და თან დამცირებულიც აღმოჩნდე, საკმაოდ მაღალია. თუმცა საბედნიეროდ ისტორიას მუდმივად ჰყავდა გმირები და ვილი ბრანდტი უდავოდ ერთ–ერთი მათგანია. ამ ადამიანმა უკანა პლანზე გადასწია ემოციები, ეროვნული მგზნებარება, საკუთარი ინტერესები და უპირატესობა მიანიჭა რაციონალურ, მომგებიან თუმცა ძალზე სარისკო გათვლას. ასევე ის მშვენივრად აანალიზებდა პირდაპირი და უშუალო მოლაპარაკების როლს საკითხის მოგვარებაში. თავის თანამოაზრეებთან, ეგონ ბართან და ვოლტერ შეელთან ერთად მან დაიწყო კონსერვატიულად განწყობილი ქრისტიან–დემოკრატიული კავშირისგან რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკის გატარება, რაც, ზოგიერთი მოაზროვნის თქმით, ევროპის კონტინეტზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდ მოვლენას წარმოადგენდა. ეს იყო რკინის ფარდის“ მიღმა გახედვა.
არსებული სიტუაციის ადეკვატური შეფასება, შერბილებული პოლიტიკა, სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების დამყარება, კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსება იყო ის უმთავრესი იარაღები, რომელიც დასავლეთ გერმანიამ დაუპირისპირა საბჭოთა კავშირის ხისტ პოლიტიკას, რათა მომავალ თაობებს ჰქონოდათ ერთიანობის, ურთიერთსოლიდარობისა და ჭეშმარიტად გერმანელობის განცდა. ალბათ 1969 წელს,  ოსტპოლიტიკის“ გამოცხადებისას, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს ყველაფერი ოდესმე გაამართლებდა, მაგრამ შედეგის მისაღწევად მოთმინება და ცივი გონება იყო საჭირო ანუ ის ფაქტორები, რომელთა გარეშე მიზნის მიღწევა წარმოუდგენელია ნებისმიერი ერისა თუ პოლიტიკოსისთვის.
დღეს, როდესაც ცივი ომის დასრულების შემდეგ, ევროპას წილად ხვდა უამრავი ტერიტორიული პრობლემა, საჭიროა მათი მოგვარების გზები არამხოლოდ კონკრეტულ, ვიწრო მიდგომებში ვეძებოთ, არამედ  გადავხედოთ ისტორიასაც და პარალელები გავავლოთ დღევანდელობასთან, რადგან ერთხელ ნასწავლი და გამოცდილი მეთოდები ხშირად მეორე შემთხვევაშიც ამართლებს. ოსტპოლიტიკა“ წარმოადგენს უნიკალურ მაგალითს იმისა, თუ როგორ შეიძლება მოთმინებით, ნაბიჯ–ნაბიჯ გამოსტაცო შენთვის სასურველი შედეგი შენზე ბევრად ძლიერ სახელმწიფოს ისე, რომ კაბალურ მდგომარეობაში არ აღმოჩნდე.   ჩვენ კი დღევანდელი გადმოსახედიდან, საჭიროა გავაანალიზოთ ის კარგი გაკვეთილი და მემკივიდრეობა, რაც ამ მოვლენამ დაგვიტოვა.
ჩვენ მოვალენი ვართ თვალი ვადევნოთ დროის დინამიკას, წარსული გამოცდილებები ახლანდელ რეალობას მოვარგოთ, შევეცადოთ გრძელვადიან პერსპექტივაში განვიხილოთ მოვლენები, ვიყოთ უფრო მეტად რაციონალურები და ცვლილებების მიმღებნი, ვიდრე ვიწრო თვალსაწიერის მქონე, მგზნებარე ნაციონალისტები.


წყაროები:
Lippert, Werner D. Richard Nixon's Détente and Willy Brandt's Ostpolitik. Nashville, Tennessee, 2005
Lippert, Werner D. The Economic Diplomacy of Ostpolitik: Origins of NATO's Energy Dilemma. Berghahn Books, 2010
Niedhart, Gottfried. Ostpolitik: Phases, Short-Term Objectives, and Grand Design, 2003
O’brian, Andrew. Opening the Iron Curtain: The Ostpolitik of Willy Brandt. Dublin, 2010
Sarotte, M.E. Dealing with the Devil: East Germany, Détente, and Ostpolitik, 1969-1973. The University of North Carolina Press, 2000