Saturday, February 22, 2014

Irish Republic Army (IRA) - ტერორისტული აქტი მანჩესტერში (1996 წ.)

ლევან გორგაძე
1996  წლის 15 ივნისს, ინგლისის ქალაქ მანჩესტერში განხორციელდა მასშტაბური ტერორისტული აქტი, რომელსაც  საერთაშორისო საზოგადოება "Manchester Bombings''-ის სახელით იცნობს.  აღნიშნულ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა  საკუთარ თავზე აიღო  ირლანდიის რესპუბლიკურმა არმიამ - „IRA“-მ, კონკრეტულად კი “Provisional IRA"-მ. ბომბი, რომლის სამიზნესაც ქალაქის ცენტრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ზონა წარმოადგენდა სატვირთო ავტომობილში იყო დამონტაჟებული. ტერორისტული აქტი განსაკუთრებით დრამატული“ არ გამოდგა, მისგან მიყენებულმა ზარალმა მხოლოდ 700 მილიონი ევრო შეადგინა ( 2013 წლისათვის ეს 1.1 მილიარდი ევროა ინფლაციის გათვალისწინებით). გარდა ამისა,  ტერორისტული აქტის დროს დაშავდა 212 ადამიანი.
მიუხედავად დაშავებულთა დიდი რაოდენობისა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტერორისტების მთავარ მიზანს სულაც არ წარმოადგენდა ადამიანების დახოცვა. ამას ადასტურებს ტერორისტული აქტის შემდგომ გაკეთებული "IRA"-ს ოფიციალური განცხადება, რომლის მიხედვითაც ისინი იღებენ პასუხისმგებლობას მომხდარზე და გამოთქვამენ მწუხარებას სამოქალაქო პირების  დაშავებასთან დაკავშირებით. ტერაქტი დაგმეს ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავრობებმა, ასევე აშშ-ს იმ დროინდელმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა.
დაზიანებული შენობებისა და განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენა 1999 წლისთვის დასრულდა.  ნიშანდობლივია, რომ  1996 წლის ზაფხულზე ინგლისი მასპინძლობდა ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში, ხოლო ტერორისტული აქტის დღეს,  15 ივნისს,  „Old Trafford“ -ზე უნდა გამართულიყო საფეხბურთო მატჩი რუსეთისა და გერმანიის ეროვნულ  ნაკრებებს შორის.
აღნიშნული აქტის მიზეზების დასადგენად , საჭიროა უფრო ახლოდან გავეცნოთ ირლანდიის რესპუბლიკური არმიის სტრუქტურას, ისტორიულ ევოლუციასა  და მიზნებს.
Provisional Irish Republican Army (ირლანდიურად- Óglaigh na hÉireann) ჩამოყალიბდა 1969 წლის დეკემბერში, მის მიზანს წარმოადგენს ჩრდილოეთ ირლანდიიდან ბრიტანელების განდევნა და ტერიტორიის შესვლა  საკუთრივ ირლანდიის რესპუბლიკის  შემადგენლობაში.
 იგი წარმოიშვა ირლანდიის რესპუბლიკური არმიის სხვადასხვა ნაწილებად   გახლეჩით და მიიღო სახელწოდება -  "Provisional Irish Republican Army".
„Provisional Irish Republican Army“ - ს სტრუქტურა იერარქიულია და მას სათავეში  უდგას სამხედრო საბჭო. 1969 წლამდე სამხედრო საბჭო რეგულარულად იკრიბებოდა, თუმცა 1969 წლის შემდგომ მხოლოდ ორჯერ - 1970 და 1986 წლებში შეიკრიბა, ვინაიდან მსგავსი ტიპის შეხვედრები პოტენციურად ძალზე დიდი ხიფათის შემცველი იყო ორგანიზაციისთვის. ორგანიზაციის მნიშვნელოვან ერთეულს წარმოადგენს General Army Conventions (GACs), რომელიც ირჩევს 12 წევრს, რომლებიც, თავის მხრივ, წარადგენენ სამხედრო საბჭოს დამაკონპლექტებელ  7 წევრს. "IRA" შედგება სხვადასხვა დეპარტამენტისაგან, ესენია:
 Director of Finance,
Director of Engineering,
Director of Training,
Director of Intelligence,
 Director of Publicity,
 Director of Operations,
Director of Security.
60-იანი წლებიდან მოყოლებული ირას ანგარიშზეა 1800 მოკლული, მათ შორის 650 სამოქალაქო პირი. ორგანიზაციის სამიზნეებს წარმოადგენდნენ ბრიტანელი სამხედროები, პოლიციის ოფიცრები, ციხის მცველები, მოსამართლეები. ბევრი მათგანი მოკლეს როდესაც ისინი არ ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობებს და იყვნენ  შეუიარაღებელნი.
IRA-ს სხვა მნიშვნელოვან ტერორისტულ აქტებს წარმოადგენს: 1972 წლის აფეთქებების სერია, რომელიც ცნობილია "სისხლიანი პარასკევის" სახელით, (ტერორისტული აქტების ამ სერიის დროს ბელფასტში დაახლოებით 22 ბომბი აფეთქდა 75 წუთის განმავლობაში, რასაც შედეგად მოჰყვა: 9 დაღუპული და 130 დაშავებული), ლორდ მონტბატენის მკვლელობა ასევე 1972 წელს, რომელიც იყო დედოფალ ელიზაბედ II-ს  ბიძა და ბრიტანეთის ინდოეთის უკანასკნელი მმართველი.  განსაკუთრებით აღსანიშნავია 1984 წლის სასტუმრო "Brighton"-ში განხორციელებული აფეთქება, სადაც ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი თავისი კაბინეტის წარმომადგენლებთან მართავდა შეხვედრას  (შედეგი: 4  დაღუპული და  რამდენიმე  დაშავებული ოფიციალური პირი).
საინტერესოა, მონაწილეობდა თუ არა თავად "IRA" სამშვიდობო მოლაპარაკებებში.  თუმცა ცნობილია, რომ ორგანიზაციის ცალკეული პოლიტიკური ფრთა "შინ ფეინი" ("ჩვენ თვითონ"-ქართ.) მოლაპარაკებებს მართავდა ბრიტანეთის მთავრობასთან. მათ რამდენჯერმე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასაც კი მიაღწიეს.
2010 წლის მონაცემებით "Provisional IRA"-ს წევრებმა გადაწყვიტეს შეუერთდნენ "Real IRA"-ს და მოქმედება გააგრძელონ "Irish Republican Army - ს" სახელით.