ბოლო 32 თვის მანძილზე სირიაში მოვლენები დრამატული სცენარით ვითარდება. პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეპრესიული მმართველობის წინააღმდეგ დაწყებული სახალხო გამოსვლები, რომელსაც რეჟიმმა სასტიკი მეთოდებით უპასუხა, დამანგრეველ სამოქალაქო ომში გადაიზარდა. კრიზისის გამწვავებას ხელი შეუწყო როგორც მასში მონაწილე მხარეებისადმი უცხოელი მოკავშირეების მხარდაჭერამ, ისე ქვეყნის შიგნით არსებულმა ეთნო-რელიგიური მოზაიკის სიჭრელემ და ისტორიულმა წინააღმდეგობებმა. სირიაში არსებულ გამოუვალ მდგომარეობას ბოლო არ უჩანს და დესტაბილიზაციის საფრთხეს უქმნის ისედაც ფეთქებადსაშიშ ახლო აღმოსავლეთის რეგიონს, სადაც მწვავე პოლიტიკური, რელიგიური და ეკონომიკური მეტოქეობა არსებობს სახელმწიფოებსა თუ ეთნო-რელიგიურ ჯგუფებს შორის.
ამა წლის 27 სექტემბერს გაეროს უშიშრობის საბჭოს მიერ მიღებული 2 118-ე რეზოლუციით მიღწეულ იქნა შეთანხმება სირიის ქიმიური იარაღის არსენალის განადგურების თაობაზე. ათწლეულების მანძილზე სირიის უმთავრესი სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობის იარაღის ფლობაზე ხელის აღებით, რომლის ძირითადი ფუნქციაც ისრაელის შეკავება იყო, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა ოპტიმალურად მომგებიანი ნაბიჯი გადადგა და მოხერხებულად აიცილა დასავლეთის ჩარევა, რაც მეტად სათუოს გახდიდა რეჟიმის გადარჩენას. მეამბოხე პარტიზანების წინააღმდეგ ასიმეტრიულ ბრძოლაში, რომელთან გამკლავებასაც რეჟიმი კონვენციური შეიარაღებითაც მეტ-ნაკლებად წარმატებით ახერხებს, ქიმიური იარაღის ფლობა-არფლობა, რომელიც უფრო მასშტაბური, კონვენციური ხასიათის საბრძოლო ოპერაციებში გამოსაყენებლად იყო გამიზნული, ბევრს არაფერს ცვლის. სამაგიეროდ, ოფიციალურ დამასკოს საერთაშორისო ნორმების დამცველ ძალად წარმოაჩენს და სირიის შიდა კონფლიქტში ნებისმიერი მესამე ძალის ჩარევის გამართლებას ართულებს. ქიმიური იარაღი ამ შემთხვევაში სირიის რეჟიმისთვის უკვე ზედმეტ თავის ტკივილად იქცა, რომელიც შეიძლება გარეშე ძალის ინტერვეციის მიზეზი გამხდარიყო.
ასადის მთავრობის ამ „დათმობაზე“ დათანხმებით თავად სირიის რეჟიმის გარდა მოგებული დარჩა რუსეთის ხელისუფლება, რომლის სტატუსმაც, როგორც გლობალური ძალისა, ერთიორად იმატა(ასევე ის იარაღი , რომელიც ჩავიდა სირიაში და სამხედრო ბაზა რომლითაც მან გასასვლელი მიიღო ხმელთაშუაზღვაზე). პირველად დამოუკიდებელი რუსეთის ისტორიაში შეერთებულ შტატებს მან წარმატებული მედიაციის წყალობით ხელი ააღებინა სამხედრო ოპერაციის წამოწყებაზე. მიღწეული შედეგებით კმაყოფილი უნდა იყოს პრეზიდენტი ბარაკ ობამაც, რომელიც თავისივე გავლებული „წითელი ხაზის“ ტყვე იყო, - იძულებული გახდა რა 2013 წლის აგვისტოში დამასკოში ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება სერიოზულად დაეყენებინა დღის წესრიგში. თუმცაღა, მისი მხრიდან აშკარად იგრძნობოდა ენთუზიაზმის არქონა კიდევ ერთ ისლამურ ქვეყანაში საბრძოლო ოპერაციის წამოწყების მიმართულებით, თუნდაც შეზღუდული საჰაერო კამპანიის სახით. მითუმეტეს, როდესაც ამერიკული საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ნეგატიურად აღიქვა მათი ქვეყნის ახალ კონფლიქტში შესაძლო ჩართვა.
ზემოთხსენებულმა დიპლომატიურმა გარღვევამ ერთგვარი ილუზიური განწყობა შექმნა საერთაშორისო საზოგადოებაში ასადის რეჟიმის მიმართ, რომელიც ქიმიური განიარაღების პირობებში უკვე გარკვეულ თანამშრომლობით დამოკიდებულებაში იმყოფება გაერო-სთან. უცხოური ინტერვენციის წამოწყება ამ თანამშრომლობის პირობებში კიდევ უფრო არარელევანტურად და ნაკლებად მოსალოდნელად გამოიყურება. მიღწეული შეთანხმება თითქმის არაფერს ცვლის ადგილზე, სირიაში, სადაც საომარი მოქმედებები კვლავინდებური ინტენსივობით მიმდინარეობს და ჰუმანიტარული კატასტროფის მასშტაბები კიდევ უფრო იზრდება.
2012 წლის მიწურულიდან 2013 წლის აპრილამდე ამბოხებულების მიერ მოპოვებული მნიშვნელოვანი სამხედრო წარმატებების პირობებში, ბევრი ანალიტიკური ორგანო პროგნოზირებდა ასადის მმართველობის უახლოეს ხანებში დამხობას. თუმცა, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ბოლო თვეებში სამთავრობო ძალების და ლიბანური ჰეზბოლას კონტრ-იერიშებმა და რევანშმა გამოაშკარავა რეჟიმის სიცოცხლისუნარიანობა, შეიარაღებული კონფლიქტის სამომავლო სცენარი კი კიდევ უფრო საჭოჭმანო და ბუნდოვანი გახადა. სირიის სამოქალაქო ომის შიდა დინამიკა გვაფიქრებინებს, რომ კონფლიქტი, სავარაუდოდ, დროში დიდხანს გაიწელება, როგორც ეს მოხდა მეზობელ ლიბანში 1970-80-იანი წლების ხანგრძლივი სამოქალაქო ომის დროს. სირიის კონფლიქტის „ლიბანიზაციის“ ვერსიას ამყარებს ის გარემოება, რომ ამ დროისთვის ეს ომი უფრო და უფრო ემსგავსება ეთნო-სექტარულ კონფლიქტს. სირიის კონფლიქტი უკვე აღარ არის ბრძოლა მხოლოდ რეჟიმსა და მეამბოხე დაჯგუფებებს შორის, არამედ ადგილი აქვს ეთნიკურ-რელიგიური ნიშნით მოსახლეობის მილიტარიზებას და ურთიერთდაპირისპირებას. უფრო კონკრეტულად, ასადის რეჟიმი მოხერხებულად იყენებს სირიული უმცირესობების შიშსა და უნდობლობას სუნიტი ამბოხებულებისადმი და ეწევა ალავიტების, ქრისტიანების, დრუზების და სხვა უმცირესობების წარმომადგენლებისგან პარამილიტარული ფორმირებების ჩამოყალიბებას, რომელთა ძირითად ფუნქციასაც თავიანთი დასახლებების ამბოხებულებისგან დაცვა წარმოადგენს.
ეს ფორმირებები ცნობილნი არიან ლიჯან შაბიიას, სახალხო კომიტეტების სახელით. „სახალხო კომიტეტები ლოკალურ დონეზე მოქმედი დაჯგუფებებია, რომლებიც სამეზობლოების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ და მოგვაგონებენ ჰაფეზ ალ-ასადის მიერ მუსლიმური საძმოს ამბოხების დროს ჩამოყალიბებულ პარამილიტარულ სახალხო ორგანიზაციებს“ (Holliday 2013, 18). ამ წლის დასაწყისში მთავრობამ, ირანელების დახმარებით, სახალხო კომიტეტებისგან დაიწყო უფრო ბრძოლისუნარიანი მილიციის - ეროვნული თავდაცვის ძალების (ქუვატ ად-დიფაა ალ-ვატანი) ჩამოყალიბება, მათი უკეთესად გაწვრთნა და აღჭურვა. მისი წევრების რაოდენობა 60 000-დან 100 000-მდე მებრძოლს შეადგენს. გარდა ამისა, სირიაში მოქმედებს კიდევ ერთი ძლიერი პრო-სამთავრობო დაჯგუფება, ე. წ. ხალხის არმია (ჯაიშ ალ-შაბი). „2011 წლისთვის ჯაიშ ალ-შაბი 100 000-მდე პარამილიტარს აერთიანებდა“ (Holliday 2013, 16). თუმცა, ამბოხების დაწყებიდანვე სისასტიკითა და აქტიურობით ყველაზე ფართოდ ცნობილნი გახდნენ პრო-სამთავრობო გასამხედროებული მილიციის, შაბიჰას წევრები. შაბიჰა უფრო ორგანიზებული კრიმინალური პროფილის მატარებელი ფორმირებაა, რომელიც ხელისუფლების მფარველობით სარგებლობს ჰაფეზ ალ-ასადის მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული. შაბიჰას წევრების ძირითადი საქმიანობა კონტრაბანდა და სხვა უკანონო აქტივობები იყო. ორგანიზაციის განსაკუთრებული კონსოლიდაცია მოხდა 1980-იან წლებში. მისი წევრები უმთავრესად მოსახლეობის დაბალი ფენებიდან არიან გამოსულნი. მათი უმრავლესობა ალავიტია, თუმცა არა მარტო. შაბიჰას ხელმძღვანელები და ფინანსური დონორები, ტრადიციულად, ასადის ნათესავები იყვნენ, რომლებიც უშუალოდ წარმართავდნენ უკანონო, ძირითადად კონტრაბანდასთან დაკავშირებულ ბიზნეს-საქმიანობებს. თუმცაღა ითვლება, რომ არსებობს სუბორდინაციის პრობლემები და რეჟიმს სრულყოფილი კონტროლი შაბიჰას ბანდების მოქმედებებზე არ აქვს. მთლიანობაში, რადგან შაბიჰას წევრების უმრავლესობა ალავიტია, ჩადენილი დანაშაულებების გამო უაღრესად არიან დემონიზებული სუნიტურ მოსახლეობაში და ალავიტური რეჟიმის დამხობის შემთხვევაში ამბოხებულების შურისძიება ელით, ასადისადმი ერთგულება მათთვის უალტერნატივო არჩევნად რჩება.
ეს ფორმირებები ცნობილნი არიან ლიჯან შაბიიას, სახალხო კომიტეტების სახელით. „სახალხო კომიტეტები ლოკალურ დონეზე მოქმედი დაჯგუფებებია, რომლებიც სამეზობლოების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ და მოგვაგონებენ ჰაფეზ ალ-ასადის მიერ მუსლიმური საძმოს ამბოხების დროს ჩამოყალიბებულ პარამილიტარულ სახალხო ორგანიზაციებს“ (Holliday 2013, 18). ამ წლის დასაწყისში მთავრობამ, ირანელების დახმარებით, სახალხო კომიტეტებისგან დაიწყო უფრო ბრძოლისუნარიანი მილიციის - ეროვნული თავდაცვის ძალების (ქუვატ ად-დიფაა ალ-ვატანი) ჩამოყალიბება, მათი უკეთესად გაწვრთნა და აღჭურვა. მისი წევრების რაოდენობა 60 000-დან 100 000-მდე მებრძოლს შეადგენს. გარდა ამისა, სირიაში მოქმედებს კიდევ ერთი ძლიერი პრო-სამთავრობო დაჯგუფება, ე. წ. ხალხის არმია (ჯაიშ ალ-შაბი). „2011 წლისთვის ჯაიშ ალ-შაბი 100 000-მდე პარამილიტარს აერთიანებდა“ (Holliday 2013, 16). თუმცა, ამბოხების დაწყებიდანვე სისასტიკითა და აქტიურობით ყველაზე ფართოდ ცნობილნი გახდნენ პრო-სამთავრობო გასამხედროებული მილიციის, შაბიჰას წევრები. შაბიჰა უფრო ორგანიზებული კრიმინალური პროფილის მატარებელი ფორმირებაა, რომელიც ხელისუფლების მფარველობით სარგებლობს ჰაფეზ ალ-ასადის მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული. შაბიჰას წევრების ძირითადი საქმიანობა კონტრაბანდა და სხვა უკანონო აქტივობები იყო. ორგანიზაციის განსაკუთრებული კონსოლიდაცია მოხდა 1980-იან წლებში. მისი წევრები უმთავრესად მოსახლეობის დაბალი ფენებიდან არიან გამოსულნი. მათი უმრავლესობა ალავიტია, თუმცა არა მარტო. შაბიჰას ხელმძღვანელები და ფინანსური დონორები, ტრადიციულად, ასადის ნათესავები იყვნენ, რომლებიც უშუალოდ წარმართავდნენ უკანონო, ძირითადად კონტრაბანდასთან დაკავშირებულ ბიზნეს-საქმიანობებს. თუმცაღა ითვლება, რომ არსებობს სუბორდინაციის პრობლემები და რეჟიმს სრულყოფილი კონტროლი შაბიჰას ბანდების მოქმედებებზე არ აქვს. მთლიანობაში, რადგან შაბიჰას წევრების უმრავლესობა ალავიტია, ჩადენილი დანაშაულებების გამო უაღრესად არიან დემონიზებული სუნიტურ მოსახლეობაში და ალავიტური რეჟიმის დამხობის შემთხვევაში ამბოხებულების შურისძიება ელით, ასადისადმი ერთგულება მათთვის უალტერნატივო არჩევნად რჩება.
იგივე შეიძლება ითქვას სირიული საზოგადოების იმ ნაწილზე, იმ ეთნო-რელიგიურ უმცირესობებზე, რომლებიც ნეგატიურად არიან განწყობილნი სუნიტებით დომინირებული ამბოხებისადმი. მოსახლეობის ამ ნაწილის პრო-სამთავრობო პოზიციები აიხსნება არა ცალსახა ბრმა ერთგულებით ასადისადმი, არამედ მათი შიშით სუნიტური უმრავლესობის რევანშისადმი, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე მმართველი უმცირესობის, ალავიტების დომინირების ქვეშ იმყოფებოდნენ. ამბოხებულებში რადიკალი ისლამისტების გაძლიერება და მათი ქმედებები კიდევ უფრო ავის მომასწავლებელია სირიული უმცირესობებისთვის და უბიძგებს მათ უსაფრთხოების მიზნით რეჟიმს ამოუდგნენ გვერდში.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ასადის მთავრობას საკმარისი სამხდრო-პოლიტიკური დასაყრდენი გააჩნია ქვეყნის შიგნით მცხოვრები ლოიალურად განწყობილი უმცირესობების სახით, რომელთა მილიტარიზაცია საკმაოდ სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს. მოსახლეობის ეს სეგმენტი პოტენციური საბრძოლო რესურსია რეჟიმისთვის. მათი მობილიზაციისა და გასამხედროებისთვის საჭირო რესურსების მოძიება უცხოელი მოკავშირეების (ირანი, ჰეზბოლა, ერაყელი შიიტები) შემწეობით, ასადის რეჟიმს, როგორც ჩანს, არ უჭირს. უცხოელი დონორები სირიაში მოქმედ ურთიერთდაპირისპირებულ ჯგუფებს საკმაოდ ყავთ, რაც რომელიმე მხარის მიერ გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვების შანსებს ამცირებს და კონფლიქტს აჭიანურებს. რელიგიური ნიშნით (ალავიტები სუნიტების, ქრისტიანები სუნიტების წინააღმდეგ) მოსახლეობის დაპირისპირებას სირიის კონფლიქტი ანტი-სამთავრობო ამბოხების ლიანდაგებიდან ეთნო-სექტარული სამოქალაქო ომის ლიანდაგებზე გადაჰყავს. ამ შემთხვევაში თვით პრზიდენტ ასადის ფიგურაც კარგავს გადამწყვეტ მნიშვნელობას. კონფლიქტი მოსახლეობის გადამტერებულ ჯგუფებს შორის ალბათ მისი შესაძლო სიკვდილის შემდეგაც ინერციით გაგრძელდება. ასადის დამხობამ შესაძლოა გზა გაუხსნას უფრო ქაოსურ და ძალადობრივ კონფლიქტს, რომელიც გასცდება სირიის საზღვრებს და რეგიონულ დესტაბილიზაციას გამოიწვევს. შედეგად, აშკარად გამოკვეთილია იმის ნიშნები, რომ კონფლიქტი სირიაში დროში ხანგრძლივად შეიძლება გაიწელოს, თუ არ მოხდა მესამე ძალის ხისტი ჩარევა.
ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო გარემოება, რომელიც ამ დროისთვის სირიის კონფლიქტში გამოიკვეთა, არის მეამბოხეებს შორის რადიკალი ისლამისტების გაძლიერება. ისლამისტური ფორმირებების ნაწილი ადგილობრივი წარმოშობისაა, ნაწილი კი რეგიონულ დონეზე მოქმედი ტერორისტული ორგანზაციებია. ამ უკანასკნელთაგან ბოლო თვეებში განსაკუთრებით გააქტიურდა ერაყული ისლამისტურ-ტერორისტული დაჯგუფებების ქოლგა ორგანიზაცია - ISIS (ერაყისა და ალ-შამის ისლამური სახელმწიფო), რომელიც ალ ქაიდას გლობალური ქსელის ნაწილად მიიჩნევა. უშუალოდ სირიული ისლამისტური დაჯგუფებებიდან კი ყველაზე კარგად ცნობილია ჯაბჰატ ალ-ნუსრა, რომელის წევრებიც სალაფისტური იდეოლოგიის ყველაზე რადიკალური ფრთის, ე. წ. სალაფისტური ჯიჰადიზმის იდეების მიმდევრებად ითვლებიან. „ისინი უარყოფენ სირიის ეროვ ნული კოალიციის და მისი ახლადარჩეული ხელმძღვანელის, - აჰმედ ტოჰმეს ლეგიტიმურობას“ (Szybala 2013, 1). ამ ორის გარდა, ქვეყანაში კიდევ არაერთი ისლამისტური დაჯგუფება მოქმედებს, რომელთაგანაც ზოგიერთი სირიის თავისუფალი არმიის კომპონენტად ითვლება, უმრავლესობა კი ემიჯნება მას და დამოუკიდებლი მეთაურობა და დღის წესრიგი აქვს, მათ შორისაა ჯაბჰატ ალ-ნუსრაც. თუმცა, ხშირია მათი თანამშრომლობა სირიის თავისუფალ არმიასთან ანტი-სამთავრობო საბრძოლო ოპერაციების დროს. რეგიონის ექსპერტები ცდილობენ შეძლებისდაგვარად მოახდინონ კოფლიქტში მონაწილე ისლამისტური ჯფგუფების იდეოლოგიური პრეფერენციებში გარკვევა და მათ კლასიფიკაცია, თუმცა გადაჭრით თქმა იმისა, თუ რომელი ფორმირებაა ცალსახად ზომიერად ისლამისტი და რომელი გლობალური ჯიჰადის პრინციპების მიმდევარი, საკმაოდ რთულია. კვლევითი ორგანიზაციის, ომის შესწავლის ინსტიტუტის ანალიტიკოსთა კვლევების მიხედვით, ზომიერი ისლამისტების კატეგორიაში ჯდება სუკოურ ალ-შამი, საკმაოდ ძლიერი დაჯგუფება, რომელის სურვილსაც ახალი სირიის ისლამური კანონებით მართვა წარმოადგენს, მაგრამ ნაკლებად რადიკალური მეთოდებით. „როდესაც ორგანიზაციის დამაარსებელს, აბუ ისას ჰკითხეს მისი ხედვების შესახებ პოსტ-ასადური სირიის შესახებ, მან უპასუხა, რომ ისურვებდა გონივრულ ისლამური სახელმწიფოს შექმნას, საზოგადოებაზე მისი იძულებით თავსმოხვევის გარეშე“ (O’Bagy 2012, 23). ზომიერი ისლამიზმსა და უფრო კონსერვატულ სალაფისტურ ხედვებს შორის გარდამავლ პოზიციაზე დგას კიდევ ერთი კარგად ორგანიზებული დაჯგუფება, აჰრარ ალ-შამი. სალაფისტური ვექტორის კიდეზე კი, ცხადია, დგანან ზემოხსენებული ჯაბჰატ ალ-ნუსრა და ერაყისა და ალ-შამის ისლამური სახელმწიფო, რომლებსაც საშუალო ვადიანი ლოკალური მიზნის, რეჟიმის დამხობის გარდა, ფორმალურად ემხრობიან „გლობალური ისლამური ხალიფატის ჩამოყალიბებას და შარიათის მკაცრი წესების შემოღებას“ (იქვე, 31).
ბოლო საყურადღებო მოვლენას სირიული ისლამისტურ დაჯგუფებებთან დაკავშირებით წარმოადგენს 11, ზოგი მონაცემებით 13 ისლამური ბრიგადის მიერ ალიანსის ჩამოყალიბება, რომლის შესახებაც ცნობილი გახდა ამა წლის 24 სექტემბერს. მათ რიგებში ირიცხება ყველა მნიშვნელოვანი დაჯგუფება, მათ შორის ჯაბჰატ ალ-ნუსრა, აჰრარ ალ-შამი, ლივა ალ-ტავჰიდი, ლივა ალ-ისლამი, სუკოურ ალ-შამი და სხვები. ფაქტია, რომ ისლამურ ალიანსში მხოლოდ სირიული დაჯგუფებები შევიდნენ და მისი წევრი არ არის ერაყისა და ალ-შამის ისლამური სახელმწიფო (ISIS). ვრცელდება ინფორმაცია ISIS-სა და ჯაბჰატ ალ-ნუსრას შორის არსებულ დაპირისპირებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ორივე დაჯგუფება ერთსა და იმავე რელიგიურ პლატფორმაზე დგას, როგორც ჩანს, ნაციონალისტური განწყობები მაინც თავის როლს თამაშობს და სირიულ ალ-ნუსრასა და ერაყულ ISIS-ს შორის დამოკიდებულება არც თუ ისე თანამშრომლობითია. ალეპოს ჩრდილოეთში შეიარაებულ დაპირისპირებას ადგილი ჰქონდა ISIS-სა და სირიის თავისუფალი არმიის შეადგენლობაში მყოფ აშიფატ ალ-შამალის ბრიგადას შორის. ივლისის თვეში იგივე ჯგუფმა განახორციელა სირიის თავისუფალი არმიის უმაღლესი სამხედრო სარდლობის წევრის, კამალ ჰამამის მკვლელობაც. „არსებობს იმის ალბათობაც, რომ ახალი კოალიციის ჩამოყალიბება ISIS-ის წინაღმდეგ გადადგმული ნაბიჯიც იყოს“ (Szybala 2013, 3).
ძნელი სათქმელია, რამდენად მყარია ეს ისლამისტური წარმონაქმნი, რადგან მის შემადგენლობაში შემავალი ჯგუფების ხედვები არც თუ ისე იდენტურია. მაგალითად, შედარებით ზომიერი სუკოურ ალ-შამისა და რადიკალი ჯაბჰატ ალ-ნუსრას მსოფლმხედველობა. საუდის არაბეთის უკანასკნელი ინიციატივა, რომელიც ზომიერი ისლამისტური ძალებისგან რეგულარული არმიის ჩამოყალიბებას გულისხმობს, ასადის რეჟიმის დამხობისა და ირანის გავლენის შესუსტების გარდა, თავის თავში მოიცავს ჯაბჰატ ალ-ნუსრას მსგავსი რადიკალების მარგინალიზებას, რომელთა დონორადაც კატარი ითვლება. „ამბოხებულთა ჯგუფები, რომლებიც საუდელების დახმარებას იღებენ, სუნიტური ‘ცენტრისტული’ ისლამიზმის პრინციპების მიმდევრები არიან“ (Sayigh, 2013). ოფიციალური რიადის მოკავშირეებად ამ ინიციატივის რეალიზებაში ითვლებიან იორდანია, საფრანგეთი და შეერთებული შტატები. თუმცა, შეერთებული შტატების ფრთხილი დამოკიდებულება სირიის ოპოზიციის შეიარაღებისადმი თანხვედრაში არ მოდის საუდის არაბეთის მიზნებთან, ამიტომაც, ამ უკანასკნელმა „პაკისტანის მთავრობას მიმართა ახალი არმიის გაწვრთნაში დახმარების თხოვნით“ (იქვე). საუდის არაბეთი, როგორც ცნობილია, უკმაყოფილოა ობამას მიერ სირიაზე იერიშის მიტანის გადაწვეტილების შეცვლით, რის ნიშნადაც მისმა დიპლომატებმა ოქტომბრის თვეში უარი განაცხადეს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრობაზე, რომლის საშუალებაც ამ ქვეყანას პირველად მიეცა.
ობამას ამ ნაბიჯს საუდის მონარქი „დასავლეთის სისუსტედ და სირიისა და საუდის არაბეთის რეგიონული მეტოქის, ირანის მიმართ შემრიგებლურ პოზიციად აღიქვავს“ (Worth, 2013). რაც შეეხება იორდანიას, საუდელების გეგმით, მისი ტერიტორია მოიაზრება მეამბოხეების არმიის საწვრთნელ ბაზად, რის ლოგიკურ გაგრძელებადაც შეიძლება იქცეს ამ ძალების სირიიაში უშუალოდ იორდანიიდან შეჭრა, რაც ნიშნავს იორდანიის ტერიტორიის საიერიშო პლაცდარმად გამოყენებას. ეს სცენარი არცთუ ისე სახარბიელო უნდა იყოს ჰაშემიტური სამეფოს უსაფრთხოებისთვის. შესაბამისად, საკითხავია, დასთანხმდება თუ არა იგი ამგვარ გარიგებას საუდის არაბეთთან. თუმცაღა, როგორც ცნობილია, შეზღუდული მასშტაბით წვრთნები უკვე მიმდინარეობს იორდანიაში.
ობამას ამ ნაბიჯს საუდის მონარქი „დასავლეთის სისუსტედ და სირიისა და საუდის არაბეთის რეგიონული მეტოქის, ირანის მიმართ შემრიგებლურ პოზიციად აღიქვავს“ (Worth, 2013). რაც შეეხება იორდანიას, საუდელების გეგმით, მისი ტერიტორია მოიაზრება მეამბოხეების არმიის საწვრთნელ ბაზად, რის ლოგიკურ გაგრძელებადაც შეიძლება იქცეს ამ ძალების სირიიაში უშუალოდ იორდანიიდან შეჭრა, რაც ნიშნავს იორდანიის ტერიტორიის საიერიშო პლაცდარმად გამოყენებას. ეს სცენარი არცთუ ისე სახარბიელო უნდა იყოს ჰაშემიტური სამეფოს უსაფრთხოებისთვის. შესაბამისად, საკითხავია, დასთანხმდება თუ არა იგი ამგვარ გარიგებას საუდის არაბეთთან. თუმცაღა, როგორც ცნობილია, შეზღუდული მასშტაბით წვრთნები უკვე მიმდინარეობს იორდანიაში.
სირიის კონფლიქტის გაგრძელების სამომავლო სცენარებს რაც შეეხება, ბევრი ანალიტიკოსის აზრით, თეორიულად შესაძლებელია კრიზისის სამი მიმართულებით განვითარება. კონფლიქტის ლოკალიზება სირიის შიგნით იმ proxy-ომის (წარმომადგენლობითი ომის) სახით, რასაც უკვე აქვს ადგილი; შეთანხმების მიღწევა დაპირისპირებულ მხარეებს შორის, თუნდაც ქვეყნის ეთნიკურ-რელიგიური ნიშნით დეზინტეგრაციის ხარჯზე და მესამე - ყველაზე აპოკალიპტური სცენარი, რომლის შემთხვევაშიც შეიარაღებული დაპირისპირება შეიძლება გასცდეს სირიის საზღვრებს და რეგიონული მასშტაბის შიიტურ-სუნიტურ შეჯახებაში გადაიზარდოს, რასაც შესაძლოა მოჰყვეს ისრაელის ჩართვაც კონფლიქტში. ამ უკანასკნელი სცენარის ხელშემწყობ გარემოებებად წარმოჩინდება მეზობელ ერაყსა და ლიბანში შიიტურ და სუნიტურ მოსახლეობას შორის არსებული მტრული ურთიერთობები. ამ დროისთვის ორივე ქვეყნიდან როგორც შიიტი, ისე სუნიტი მებრძოლების სირიაში შედინების ტენდენცია შეინიშნებდა რეჟიმისა თუ მეამბოხეების მხარდასაჭერად (მაგ. შიიტური ჰეზბოლა და სუნიტური ფატაჰ ალ-ისლამი ლიბანიდან, ან სხვადასხვა შიიტური და სუნიტური ჯგუფები ერაყიდან). ამას შედეგად მოჰყვება თუ არა შეტაკებები უშუალოდ ერაყსა და ლიბანში, ჯერ არავინ უწყის. თუმცა, ფაქტია, რომ ერაყში სექტარული დაძაბულობის დონე მატულობს, ხოლო „სირიელი ამბოხებულები კი იმუქრებიან ლიბანის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელებით, თუკი ჰეზბოლა, რომელსაც ისინი მეტსახელად ჰიზბ აშ-სატანს (სატანის პარტიას) უწოდებენ, არ შეწყვეტს სირიაში მოქმედებას. „მუქარა მალე იქცა რეალობად, როდესაც 2013 წლის ივლისში ბეირუთის ჰეზბოლას მიერ კონტროლირებად სამხრეთ გარეუბანში მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქებამ ორმოცდაათი ადამიანის სიციცხლე იმსხვერპლა“(Knaub, 2013).
რამდენიმე დღის წინ კი, ბეირუთში, ირანის საელჩოსთან მომხდარ აფეთქებას 23 ადამიანი, მათ შორის ერთი ირანელი დიპლომატი შეეწირა. ბოლო ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღეს სუნიტურმა ჯიჰადისტურმა ორგანიზაცია აბდულა აზამის ბრიგადებმა. ამგვარი ინციდენტები მიანიშნებენ შიიტურ-სუნიტური რეგიონული დაპირისპირების აღმავალ ტენდენციებზე.
რამდენიმე დღის წინ კი, ბეირუთში, ირანის საელჩოსთან მომხდარ აფეთქებას 23 ადამიანი, მათ შორის ერთი ირანელი დიპლომატი შეეწირა. ბოლო ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღეს სუნიტურმა ჯიჰადისტურმა ორგანიზაცია აბდულა აზამის ბრიგადებმა. ამგვარი ინციდენტები მიანიშნებენ შიიტურ-სუნიტური რეგიონული დაპირისპირების აღმავალ ტენდენციებზე.
არჩილ ყველაშვილი
ბიბლიოგრაფია:
Holliday, Joseph. The Assad Regime: From Counterinsurgency to Civil War. The Institute for Study of War. March 2013. http://www.understandingwar.org/report/assad-regime
Knaub, Zayn. Why is Hezbollah in Syria? Small Wars Journal. November 19, 2013. http://smallwarsjournal.com/jrnl/art/why-is-hezbollah-in-syria
O’bagy, Elizabeth. Jihad in Syria. The Institute for Study of War. September 2012.
Panikoff, Jonathan. Syria: The True Chaos Will Begin After the Fall of the Regime. Small Wars Journal. May 6, 2013. http://smallwarsjournal.com/jrnl/art/syria-the-true-chaos-will-begin-after-the-fall-of-the-regime
Szybala, Valerie. The Islamic Alliance Emerges. The Institute for Study of War September 27, 2013. http://www.understandingwar.org/backgrounder/islamic-alliance-emerges
Sayigh, Yezid. Unifying Syria’s Rebels: Saudi Arabia Joins the Fray. Carnegie Middle East Center. October 28, 2013. http://carnegie-mec.org/2013/10/28/unifying-syria-s-rebels-saudi-arabia-joins-fray/greh
Syria - bad and worse scenarios. International Institute for Strategic Studies. November 2013. http://www.iiss.org/en/regions/syria/syria-2018-b8ae
Chulov, Martin. Free Syrian Army threatens blood feud after senior officer killed by jihadists.theGuardian. 12 July, 2013. http://www.theguardian.com/world/2013/jul/12/free-syrian-army-officer-killed