Saturday, February 22, 2014

მუსლიმური საძმოს რეფორმაცია


მარიამ წიწიკაშვილი

პოსტ-რევოლუციურ ეგვიპტეში არც მუსლიმურ საძმოს, არც ამერიკის შეერთებულ შტატებს ხელისუფლების მართვის ძალა არ ჰქონდათ. მათ შორის ორმხრივი ეჭვი დღემდე არსებობს და თუ მუსლიმური საძმო არ დაიწყებს გარდაქმნას, ხელახლა არ დაარწმუნებს ეგვიპტის მოსახლეობას, მაშინ ის ვერ მოიპოვებს დასავლეთის მხარდაჭერს და ,შესაბამისად, განწირული იქნება იზოლაციისთვის. მუსლიმურ საძმოს სასწრაფოდ სჭირდება  გადახალისება, გადაჯგუფება, თავისი დამოკიდებულებების გადახედვა რელიგიის, საზოგადოებისა და პოლიტიკის მიმართ.
მოკლევადიანი პერსპექტივით, სამხედრო ხუნტასთან დაპირისპირება მუსლიმური საძმოსთვის სასარგებლო ვერ იქნება, რადგან აშკარაა რომ ის ძალას არ იშურებს გახდეს დევნილი. ამის პარალელურად, მთავრობამ უნდა გაათავისუფლოს დაკავებული ისლამური საძმოს ლიდერები, რათა მათ კიდევ უფრო რადიკალიზაციას ხელი შეუშალოს. 
მე რეგულაურად ვსტუმრობდი ეგვიპტეს და ვხვდებოდი როგორც საძმოს, ისე სალაფის პარტიის ლიდერებს და ვცდილობდი უკეთ გამეგო მათი ისლამური ტენდენციები. იმისათვის რომ მუსლიმური საძმო გახდეს რეალური ძალა, რომელიც შეძლებს მართოს არაბული სამყაროს ყველაზე პოპულარული ქვეყანა, მას ესაჭიროება შემდეგი ცვლილებები.
1. ისწავლოს ტუნისისა და თურქეთსგან
ეგვისტის მუსლიმურმა საძმომ უნდა გაიზიაროს ტუნისისა და თურქეთის გამოცდილება, რომლის შედეგადაც ის ღიად უნდა მიემხროს პლურალიზმს“ (ta'addudiyah) და გააცნობიეროს, რომ სეკულარული სახელმწიფოს შექმნა აუცილებლობით არ გულისხმობს ანტიისლამიზმს. პირიქით, ის იქნება რელიგიური  თავისუფლების გარანტი როგორც კოპტი ქრისტიანებისთვის, ასევე მუსლიმებისა და ეგვიპტის შიგნით სხვა მიმდინარეობებისთვის. სამწუხაროდ, საძმომ არ გაითვალისწინა თურქეთისგან - რეჯეფ თაიფ ერდოღანის, ხოლო ტუნისისგან განუჩის რჩევა. ამ უკანასკნელმა ჯერ კიდევ 2012 წლის ივნისში ურჩია მუსლიმურ საძმოს, რომ მორსის გაენაწილება ძალაუფლება სეკულარული პოლიტიკოსებისა და სხვა პოლიტიკური პარტიებისთვის, წინააღმდეგ შემთვევაში, მას მხარს არ დაუჭერდა თაჰრირის მოედანი. ტუნისში ენჰადას მოძრაობა არ მოითხოვდა, რომ ისლამური იდენტობის პუნქტი ყოფილიყო კონსტიტუციაში, მაშინ როცა ეგვიპტელმა მუსლიმებმა თავდაუზოგადავად იბრძოლეს ამისთვის.
მსგავსად, ერდოღანი მკაცრად აცხადებდა როგორც საჯარო, ისე პირად საუბრებში, რომ საძმო არასწორი კურსით მიდიოდა. 2011 წელს, მან ღიად მიმართა ეგვიპტის ლიდერებს, რომ გაეზიარებინათ დემოკრატიული ფასეულობები და გაეცნობიერებინათ, რომ სეკულარიზმი არ გულისხმობს არარელიგიურობას“. საპირისპიროდ, ეგვიპტის წარმომადგენელმა, ესსამ ელ-ერიანმა, განაცხადა, რომ ეგვიპტეს არ სჭირდებოდა დემოკრატიის თურქეთისგან სწავლება.
ერდოღანმა და განუჩიმ საკუთარი ქვეყნის მაგალითზე იცოდნენ, რომ სეკულარული ელიტა უსაქმოდ არ იქნებოდა და ისლამისტების გაძლიერებას მშვიდად არ შეხვდებოდა. მათგან განსვავებით, მორსის ხალხმა სწორად ვერ შეაფასა  ალ-აზარის უნივერსიტეტში სეკულარულ და არაისლამისტ მუსლიმთა, ასევე კოპტთა, სახელმწიფო მედიისა და მოსამართლეთა მობილიზებული ძალა. მათ შეცდომა დაუშვეს მაშინაც, როდესაც იფიქრეს, რომ 4 წლის ვადით ისარგებლებდნენ დასავლეთის მხარდაჭერით და რაც ყველაზე უარესია, მათ ჩათვალეს , რომ სამხედროთა ერთგულება ჰქონდათ.
2. ელიტასთან სიახლოვე
მუსლიმური საძმოს თავდაპირველი წარმატების მნიშვნელოვან მიზეზად უნდა მივიჩნიოთ მისი დამაარსებლის ჰასან ალ-ბანას (1906-1949) პიროვნება, რომელმაც მოახერხა, შეეღწია ეგვიპტის მაღალ საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი კაიროს ელიტაში.  ის ხშირად სტუმრობდა ნაციონალურ ოპერას,მეფე ფარუკ I-თან რეგურალური მიმოწერა ჰქონდა და კარგად აცნობიერებდა მედიისა და სამხედრო ძალის მნიშვნელობას. მართლაც, მან შექმნა პირველი არაბული ჟურნალები, მიმდევრები ჰყავდა 1952 სამხედრო ფოლადში“, რომელთა შორის იყვნენ მოჰამედ ნაგიბი და გამალ აბდელ ნასერი.
შესაბამისად, თუ მუსლიმთა საძმოს სურს წარმატების მიღწევა, მან გვერდზე უნდა გადადოს თავისი ძირითადი ქუჩის“  ამომრჩეველი და ისევ ელიტის მხარდაჭერის მოპოვებას ეცადოს. სიმბოლურია ის ფაქტიც, რომ საძმოს ლიდერთა უმრავლესობა აღმოსავლეთ კაიროში, ნასრის ქალაქში ცხოვრობს, რომელიც საკმაოდ შორსაა ელიტის საყვარელი უბნიდან- ზამალეკის კუნძულიდან ან 6 ოქტომრის მდიდრული დასახლებიდან.
თუმცა ამ სოციალური ფენის დასვენება შარმ-ელ-შეიხსა და ევროპაში არ ითვლება არარელიგიურად. ისინი პიროვნულად არიან ღვთისმოშიშნი, რელიგიური საქველმოქმედო საზოგადოებებისთვის დიდ შემოწირულობას გასცემენ, ალ-აზარის სტუდენტთა ცნობილი მფარველები არიან და კაიროს მდიდრულ მეჩეთებში პირველ რიგებს იკავებენ. მათ ღვთისმოსაობას არ იზიარებენ საძმოს წევრები, რადგან ისინი ისლამს პოლიტიკურ იდეოლოგიად მიიჩნევენ.
ამავე ნიშნით, თავის მხრივ, არც ელიტას ესმის საძმოს პოლიტიკის და მას ღრმა ეჭვით უყურებს. ისინი ენდობიან მედიასა და სამხედრო ანგარიშებს საძმოს ექტრემიზმის შესახებ და ვერ ასხვავებენ მათ სალაფისა და ისლამისტებისგან.
3. სალაფთან დაშორება
მუსლიმური საძმოს სიახოვე ულტრა კონსერვატულ სალაფის პარტიასთან, რომლებსაც საკმაოდ მწვავე გავლენა აქვთ, მთავარი მიზეზია იმის თუ რატომ განიხილება საძმო ეგვიპტურ საზოგადოებაში რელიგიურ, პოლიტიკურ და სოციალურ დევნილად. მაგალითად, როდესაც საძმოს წარმომადგენლები ჩავიდნენ თურქეთში, მათ ერდოღანის მემარჯვენე- ცენტრისტული სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ქალ წევრებთან ფოტოების გადაღებაზე უარი განაცხადეს, იმის შიშით რომ ამას სალაფი საძმოსთვის ისლამური საფუძვლების დასანგრევად გამოიყენებდა.
საძმომ უარყო სალაფისგან განცალკევება, რადგან მცდარად სჯერა, რომ ეს კონსერვატული პარტია თავისი რელიგიურობის ურყევი მტკიცებულებაა. ამგვარად, საძმო უფრო მემარჯვენე მხარეს გადავიდა. მან დამთმობი პოზიცია აირჩია სალაფის მიმართ კონსტიტუციის წერის პროცესში, ასევე მისი  წევრები საპრეზიდენტო სასახლის ხშირი სტუმრები არიან და რეგულარული შეხვედრები იმართება სალაფის ლიდერებთან.
მიუხედავად იმისა, რომ ეს პოლიტიკური მანევრი საძმოს დაეხმარა თავიდან აეცილებინა სალაფისა და ჯიჰადის მხრიდან სამთავრობო ძალადობა, ამომრჩეველში ამ პოლიტიკამ ხელისუფლების ნდობა ვერ უზრუნველყო. მართლაც, ხალხი ხშირად ადანაშაულებდა მუსლიმურ საძმოს სალაფის სასტიკი და აღმაშფოთებელი ქმედებების გამო, მათ შორის სოფლებში შარიათის სასამართლოების მოწყობას და ქრისტიანი ქალებისთვის ჩადრის ტარების მოთხოვნას. ახლა კი დროა, რომ საძმომ ცენტრისტული პოზოცია დაიკავოს.
4. ორიენტირება არა მხოლოდ ინდივიდებზე, არამედ ინსტიტუტებზე 
მორსის პრეზიდენტობის დროს ინდივიდები ხშირად ინსტიტუტებს ანაცვლებდნენ, ეს სამწუხარო ტენდენცია კი პოლიტიკურად ძლიერ აზიანებდა საძმოს. მაგალითად, პრეზიდენტმა მორსიმ შეცდომით აღიქვა გენერალ აბდელ ფათაჰ ალ-სისის გადაჭარბებული რელიგიურობა - მორსი და ალ-სისი ერთად ლოცულობდნენ სასახლეში, ალ-სისის მეუღლე კი მუსლიმური საძმოს სამხედრო მნიშვნელობის ხაზგასასმელად ჩადრს ატარებდა. მორსი აშკარად დამარცხდა სამხედრო ნაციონალიზმისა და ასევე სეკულარიზმის, როგორც საძმოს მთავარი ოპოზიციური ძალის შეფასებისას.
გავიდა დრო და ისევ, მუსლიმური საძმო კვლავ გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ინდივიდებს, მაშინ როცა ნაკლებად აფასებდა პატივსაცემი ინსტიტუტების ფასეულობებსა და ძირითად ინტერესებს. ამერიკის შეერთებული შტატებთან ურთიერთობაში, მორსის სჯეროდა, რომ ელჩის ენ პეტერსონის სიახლოვე საძმოს ლიდერებსა და სასახლის მრჩევლებთან ასახავდა თავად აშშ-ის კეთილგანწყობას. მსგავსად, მორსი პალესტინის ჯგუფის ლიდერებთან ურთიერთობისას, გაზვიადებულად ხედავდა ჰამასის კულტურულ ტერორიზმს.
მომავალში, მუსლიმური საძმო უნდა ჩამოყალიბდეს ინსტიტუტად და განვითარდეს ვერტიკალურად, ზევიდან ქვევით. მისი კავშირები ეგვიპტური საზოგადოების ცალკეულ ინდივიდებთან - სამხედრო, ხელისუფლების სასამართლო შტო, მედია - სასარგებლოა, მაგრამ არაა საკმარისი. საძმოს არ შეუძლია ეგვიპტის პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბრუნება მხოლოდ ერთი მუჭა პლურალისტებით სათავეში, რომლებიც ძალაუფლების მქონე ელიტებთან ურთიერთობის განვითარებას ცდილობენ.
5. ქალებისა და ახალგაზრდების წინა პლანზე გამოყვანა
მუსლიმური საძმო მკაცრად ვეღარ შენარჩუნდება როგორც შუა ხნის“ საძმო იმ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტს ქალები შეადგენენ და რომელთა ერთი მესამედი 28 წლის ქვემოთაა. ამჟამად, ქალებს არ შეუძლიათ გახდნენ ორგანიზაციის წევრები, მათთვის ცალკე არსებობს დების ერთობა“(sisterhood).
ამ შემთხვევაშიც სამაგალითო შემთხვევებს წარმოადგენენ ტუნისი და თურქეთი. ენჰადას სტუმრობისას, ქალები უძღვებოდნენ თითოეულ ჩემს ნაბიჯს. განუჩის ასისტენტი და ასევე ოფისის თანამშრომლები, ყველანი თავდაჯერებული ქალბატონები იყვნენ. ისინი აშკარად ენჰადას ნაწილს შეადგენენ. მსგავსად, თურქეთის პარლამენტშიც ვხვდებით მუსლიმ ქალებს, რომლებიც მთლიანად ევროპული ტანსაცმლით იმოსებიან. ზოგი ატარებს ჩადრს, ზოგი - არა. თუმცა ეს საკითხი მათი ღვთისმოსაობის საზომი არ ხდება.
მუსლიმურ საძმოს არ შეუძლია თავი სერიოზულ პოლიტიკურ ძალად წარმოადგინოს, მაშინ როცა უგულებელყოფს თავის მცდარ დამოკიდებულებას ქალების მიმართ. მორსი თავდაპირველად შეპირდა ხალხს ქალ ვიცე პრეზიდენტს, თუმცა შემდეგ ვერ შეასრულა დანაპირები. მისი მრჩევლები  ისლამისტ ქალებთან  მხოლოდ ელექტრონული ფოსტით საუბრობდნენ. ეგვიპტელმა მუსლიმმა მამაკაცებმა უნდა მიბაძონ ტუნისსა და თურქეთს, დაარწმუნონ ეგვიპტელი ქალები, რომ საძმო გათანამედროვდა.
მაშინ როცა საძმოს წევრები ციხეში არიან, შეიძლება ეს მათთვის კარგი საშუალება აღმოჩნდეს, რათა ახალგაზრდა და ქალი წევრები წამოწიონ ორგანიზაციის ცენტრში. მაგალითად, მათ ახალგაზრდა, ინგლისურად მოლაპარაკე გეჰად ელ-ჰადადი(ამჟამად დაპატიმრებული) თავიანთ წარმომადგენლად დანიშნეს, თუმცა ორგანიზაციის უმთავრესს კომიტეტებში უმრავლესობა მაინც 50 წლის ასაკის ზევით მამაკაცია.
6. შარიათის სულისკვეთების სწავლება
ზემოთ აღნიშნული რეფორმები მცდელობაა, გავცეთ პასუხი ფუნდამენტურ შეკითხვაზე: როგორია ისლამური სახელმწიფო?  საძმოს ძველი სლოგანი ისლამი ჩვენი არჩევანია“ ან ყურანი ჩვენი კონსტიტუციაა“ აღარ არის სიცოცხლისუნარიანი. საძმოსთვის სასიკეთოდ, მათ შეწყვიტეს ამ სლოგანების ხმარება, როდესაც მთავრობას წარმოადგენდნენ. თუმცა ორგანიზაციის ძველი წევრები შეცდნენ, როცა ეგვიპტის კონსტიტუციად საღვთო ტექტს მოიაზრებდნენ.
ეს სტატია დასავლეთის ან სეკულარიზმის დამშვიდების მცდელობა არ არის, არამედ ზუსტადაც რომ ისლამურ იურისპრუდენციაში ფესვგადგმული პრინციპებია. საძმოს დამაარსებლის შვილიშვილს, ოქსფორდის კურსდამთავრებულ თარიქ რამადანს შეუფასებელი დამსახურება აქვს  maqasid al-sharia  ცნების (შარიათის მიზნების“) განვითარებაში თანამედროვე მსოფლიოში. Maqasid-ის თეორია გულისხმობს, რომ ისლამური შარიათი უნდა გავიაზროთ როგორც სამართლის სული და არა როგორც რაიმეს ლიტერატურული ინტერპეტაცია, მაგალითად, სისხლის სამართლის. მის მემკვიდრეობას მუსლიმური საძმო, ხშირ შემთხვევაში, უგულებელყოფს. Maqasad-ის დაუხმარებლად კი, შეუძლებელია ორგანიზაციამ სამოქალაქო მოდელით განსაჯოს ქალის უფლებები ან რელიგიური თავისუფლება. Maqasid al-sharia არის საძმოს ღირსების გადარჩენის საშუალება- მათ ის ღიად უნდა მიიღონ  და თავიანთი ჯარისკაცები ამ ფასეულობებით განმსჭვალონ. ამგვარ ღირებულებებზე დაფუძნებული მომავალი საძმოს უმრავლესობით დაკომპლექტებული პარლამენტი აღარ განიხილავს ქალის სქესობრივ ნაკლსა და არასრულწლოვანთა ქორწინებას ისლამურ სასამართლოში, არამედ იმსჯელებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა :რეგიონალური ვაჭრობა, დასაქმება, ეკონომიკურ განვითარება და ეგვიპტელების კეთილდღეობა.

ავტორი - ედ ჰუსეინი(Ed Husain), ახლო ახმოსავლეთის სპეციალისტი(senior fellow)
2013 წლის 30 ოქტმბერი