Wednesday, March 19, 2014

უკრაინა და DCFTA , ჩაძირული შიშები და ღრმად ჩაფლული პოლიტიკა


                                                                                    გიორგი ჯანგიანი
2008 წლის 18 თებერვალს  უკრაინა გაწევრიანდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. სწორედ აქედან იწყება ის ისტორია, რომელმაც დღეს ევრომაიდანზე ასეთი მძლავრი საპროტესტო ტალღა წარმოშვა. 2008 წელსვე ევროკავშირის ვაჭრობის კომისარმა პეტერ მანდელსონმა და პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ გახსნეს მოლაპრაკება  ამ საკითხზე,  რომელიც   დასრულდა 2011 წლის 19 ოქტომებრს. საბოლოო ტექსტი 2012 წელს წარედგინა და იგეგმებოდა მისი ხელმოწერა 2013 წლის დასასრულს. თუმცა როგორ განვითარდა მოვლენები უკრაინაში ყველასათვის ნათელია.  მთავრობამ უარი თქვა ამ ეტაპზე ხელის მოწერაზე, რასაც მოჰყვა ხალხის მასშტაბური გამოსვლები. აქციები დღემდე მიმდინარეობს, ხალხი მოითხოვს მთავრობამ შეინარჩუნოს ევროპული კურსი. მგონი ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სახალხო მღელვარების მიზეზი ხდება საგარეო პოლიტიკა, ამიტომაც იყო, რომ თავად უკრაინული ოპოზიციაც არ ელოდა ასეთი რიაქციას. მაინც რას წარმაოდგენს DCFTA  უკრაიანისათვის და ღირს კი ის სახალხო მღელვარებად?

DCFTA (Deep and Comprehensive Free Trade Area)
DCFTA  ერთ–ერთ ყველაზე ამბიციური პროექტია, რომელიც კი ევროკავშირმა განახორციელა მის სავაჭრო პარტნიორებთან. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა ეს  ასოცირების ხელშეკრულების განუყოფელი და ასევე   სამეზობლო პოლიტიკის ნაწილია, რომლის მიზანიცაა შექმნას სტაბილური და განვითარებული სამეზობლო გარემო ევროკავშირის გარშემო. DCFTA –ს მიზანია,  უკრაინული ბაზარი დაუახლოვოს ევოკავშირს პროდუქტისა და სერვისის თავისუფალი გადაადილებით.[1]
რას წარმოადგენს უკრაინისათვის ეს შეთანხმება და რა სარგებელს უქადის? –სარგებლით უკრაინა, როგორც ეკონომიკურ დივიდენდს, ასევე პოლიტიკურ თავისუფალებას მიიღებს, რაც გვევლინება კიდეც ხალხის  გამოსვლის მიზეზად. თუმცა ვნახოთ ეკნომიკურად DCFTA რას ნიშნავს უკრაინისათვის.
DCFTA–ს შეთანხმება მოიცავს 15 თავს 14 დამატებას და 3 პროტოკოლს

თავი 1:პროდუქტის ბაზარზე შესვლის შესაძლებლობა.
ეს თავი მიზანად ისახავს. ვაჭრობის გაიოლებას ექსპორტ–იმპორტზე გადასახადების გაუქმებით. რაც გულისმხობს უკრაინასა და ევროკავშირს შორის შესაბამისად 99,1% და 98.1% გადასახადების გაუქმებას.
საექსპორტო შეზღუდევები გაუქმდება ხელშეკრულების ძალაში შესვლისთანავე, მაგრამ  უკრაინისათვის ყველაზე სენსიტიურ სექტორებზე, როგორებიცაა: მისი სასოფლო სამეურნეო პორდუქტები და ინდუსტრიული ნაწარმი, ხდება გარდამავლი 10–15 წლიანი პერიოდის დაწესება. ამით ადგილობრივ მეწარმეებს საშუალება ეძლევათ მოემზადონ კონკურენტული გარემოსთვის.შემცირებული ხარჯები
თავისუფალი სავაჭრო ზონა ქმნის ხარჯების შემცირების შესაძლბლობას. უკრაინული ექსპორტი დაზოგავს € 487 მილიონს ევროკავშირის ბაზარზე შეღწევისათვის მაშინ, როდესაც უკრაინა დაკარგავს € 391  მილიონს ევროკავშირიდან შემოსულ პროდუქტზე არსებული გადასახადიდან.
სასოფლო სამეურნეო პროდუქტი
 უკრაინული სასოფლო–სამეუნეო პროდუქტი ისარგებლებს  დანაზოგი € 330 მილიონით და € 53 მილიონ დახმარებას მისი შემდგომი წარმოების პროცესში. ასევე, ახალი ბაზარი ხელს შუწყობს ინვესტიციების ზრდას  ამ სექტორში და უზრუნველყოფს  მის სტიმულირებას მოდერნიზაციისაკენ.
ინდუსტრია
ორივე მხარე ახდენს გადასახადების ლიბერალიზაციას ინდუსტირული სფეროს ნაწარმით ვაჭორბის სფეროში. უკრაინას შეუმცირდება ხარჯები  მანქანა დანადგარებზე  € 75,3 მილიონით. აქვეა გამონაკლისები მანქანებზე , თუმცა ამ სეგმენტშიც უკრაინა მაოხდენს € 117,3 მილიონის დანაზოგს. ტექსტილის პროდუქციაზე მოხდება დაუყოვნბელივ ლიბერალიზაცია. მხარეები შესაბამისად მიიღებენ - უკრაინა € 8,7მლნ და ევროკავშირი 24,4 მლნ -  დანაზოგს. სპეციალური პირობები იქნება მეორად ტანსაცმელზე. რაც შეხება ქიმურ წარმოებას, უკრაინა დაზოგავს € 26,8 მილიონს, ევროკავშირი კი - 64,3 მილიონს.შემცირებული ხარჯები
თავისუფალი სავაჭრო ზონა ქმნის ხარჯების შემცირების შესაძლბლობას. უკრაინული ექსპორტი დაზოგავს € 487 მილიონს ევროკავშირის ბაზარზე შეღწევისათვის მაშინ, როდესაც უკრაინა დაკარგავს € 391  მილიონს ევროკავშირიდან შემოსულ პროდუქტზე არსებული გადასახადიდან.
სასოფლო სამეურნეო პროდუქტი
 უკრაინული სასოფლო–სამეუნეო პროდუქტი ისარგებლებს  დანაზოგი € 330 მილიონით და € 53 მილიონ დახმარებას მისი შემდგომი წარმოების პროცესში. ასევე, ახალი ბაზარი ხელს შუწყობს ინვესტიციების ზრდას  ამ სექტორში და უზრუნველყოფს  მის სტიმულირებას მოდერნიზაციისაკენ.
ინდუსტრია
ორივე მხარე ახდენს გადასახადების ლიბერალიზაციას ინდუსტირული სფეროს ნაწარმით ვაჭორბის სფეროში. უკრაინას შეუმცირდება ხარჯები  მანქანა დანადგარებზე  € 75,3 მილიონით. აქვეა გამონაკლისები მანქანებზე , თუმცა ამ სეგმენტშიც უკრაინა მაოხდენს € 117,3 მილიონის დანაზოგს. ტექსტილის პროდუქციაზე მოხდება დაუყოვნბელივ ლიბერალიზაცია. მხარეები შესაბამისად მიიღებენ - უკრაინა € 8,7მლნ და ევროკავშირი 24,4 მლნ -  დანაზოგს. სპეციალური პირობები იქნება მეორად ტანსაცმელზე. რაც შეხება ქიმურ წარმოებას, უკრაინა დაზოგავს € 26,8 მილიონს, ევროკავშირი კი - 64,3 მილიონს.
შემცირებული ხარჯები
თავისუფალი სავაჭრო ზონა ქმნის ხარჯების შემცირების შესაძლბლობას. უკრაინული ექსპორტი დაზოგავს € 487 მილიონს ევროკავშირის ბაზარზე შეღწევისათვის მაშინ, როდესაც უკრაინა დაკარგავს € 391  მილიონს ევროკავშირიდან შემოსულ პროდუქტზე არსებული გადასახადიდან.
სასოფლო სამეურნეო პროდუქტი
 უკრაინული სასოფლო–სამეუნეო პროდუქტი ისარგებლებს  დანაზოგი € 330 მილიონით და € 53 მილიონ დახმარებას მისი შემდგომი წარმოების პროცესში. ასევე, ახალი ბაზარი ხელს შუწყობს ინვესტიციების ზრდას  ამ სექტორში და უზრუნველყოფს  მის სტიმულირებას მოდერნიზაციისაკენ.
ინდუსტრია
ორივე მხარე ახდენს გადასახადების ლიბერალიზაციას ინდუსტირული სფეროს ნაწარმით ვაჭორბის სფეროში. უკრაინას შეუმცირდება ხარჯები  მანქანა დანადგარებზე  € 75,3 მილიონით. აქვეა გამონაკლისები მანქანებზე , თუმცა ამ სეგმენტშიც უკრაინა მაოხდენს € 117,3 მილიონის დანაზოგს. ტექსტილის პროდუქციაზე მოხდება დაუყოვნბელივ ლიბერალიზაცია. მხარეები შესაბამისად მიიღებენ - უკრაინა € 8,7მლნ და ევროკავშირი 24,4 მლნ -  დანაზოგს. სპეციალური პირობები იქნება მეორად ტანსაცმელზე. რაც შეხება ქიმურ წარმოებას, უკრაინა დაზოგავს € 26,8 მილიონს, ევროკავშირი კი - 64,3 მილიონს.


შეცდომები და წარმოდგენები
2013 წლის ნოემბერში უკრაინის პრემიერ–მინისტრი მიკოლა აზაროვმა შუსტერის (ინტერნეტ ტელვიზია) პირდაპირ ეთერში აცხადებს, რომ: “ჩვენ მივიღეთ მსგავსი გადაწყვეტილება, როდესაც ცხადი გახდა, რომ თუკი ხელს მოვაწერდით შეთანხმებას ჩვენ კრიზისი გველოდა.“.[2]
კრიზისი
ბევრი შიშობს, რომ ბაზრის გახსნის შემთხვევაში ევროკავშირიდან შემოსული პროდუქტი წალეკავს უკრაინას და მის კერძო ბიზნეს. სიმანდვილეში ეს სრულიად არ გვევლინება მსგავსად. მიუხედავად განსხვავებისა, რომელიც არსებობს უკრაინელ მწარმოებლებსა და ევროკავშირში მოქმედთა შორის (დაფინანსების სხვაობა), შეთანხმების ძალაში შესვლამდე არსებობს გარდამავალი პერიოდი. შედეგად შეთანხმების ფარგლებში ევროკავშირი გაცილებით მალე ხსნის ბაზარს,  ვიდრე უკრაინა და ადგილბრივ მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ ახალი ბაზარი უკეთ აითვისონ. მეორეც, უკრიანულ ბაზარზე უკვე კარგად ნაცნობია ევროპული პროდუქტი. უკრაინას გააჩნია მცირე შეზღუდვა ბარიერების მხრივ, ხოლო ტარიფები 5%  ყველა სახის პროდუქტზე (სასოფლო სამეურნე ნაწარმზე 11%) რაც არც თუ დიდი დაბრკოლებაა მის ბაზარზე შესაღწევად. ამგვარად, ევროკავშირში მოქმედი მწარმოებლებისათვის მისი გაუქმება არ იქნება დიდი შეღავათის მიცემა.
ცვლილებები განხორცილედება დაუყოვნებლივ
მიუხედავად წარმოდგენისა, თითქოს უკრაინამ ხელმოწერისთანავე  უნდა განახორციელოს ყველა ცვლილება, სიმართლეს არ შეესაბამება. თავისუფალი ვაჭრობის იმპლიმენტაცია მოხდება თანმიმდევრულად და უკრაინულ ბიზნესს მასთან მომზადებისთვის 15 წლიანი გარდამავლი პერიოდი ექნება.
შეთანხმება უფრო მომგებიანი ევროაკვშირისათვის ვიდრე უკრაინისთვის
ევროკავშირი გვევლინება უკრაინის უდიდეს სავაჭრო პარტნიორად, რომელზეც მოდის უკრაინის მთელი ექპორტის 30%, მაშინ როდესაც ევროკავშირიდან უკრაინაში შედის იმპორტის 1%.
სარგებელი
 ბაზარზე შეღწეავდობა
ევროკავშირი უდიდესი ბაზარია, რომელშიც გაერთიანებული 28 ქვეყანა და ცხოვრობს 11-ჯერ მეტი მოსახლე ვიდრე უკრინაში, დაახლოებით ნახევრი მილიონი მომხმარებელი, რომელთა საშუალო შემოსავლაი $ 39,0004.
ტარიფები
უკრაინული პროდუქტის 97 %-ზე  შეზუდვები მოიხსნება, მათ შორის სასოფლო–სამეურნეო პროდქუტებზე. მხოლდო 3% -ზე შენარჩუნდება გარკვეული შეზღუდვები, თუმცა ამ სეგმენტშიც გარკვეული კვოტა გათავისუფლდება გადასახდებისაგან. კვოტის დადგენა მოხდება მას შემდეგ, რაც შეთანხმება ძალაში შევა (კონკრეტული სახეობის სასოფლო–სამეურნეო პროდუქტი).
 მთლიანი შიდა პროდუქტი
გრძელვადიან პერსეპქტივაში უკრაინის  შეერთება ხელშეკრულებასთან მის მშპ–ს გაზრდის წლიური 0,5 %–ით . მოსახლეობის კეთილდღეობა გაიზრდება წლიური 1,2%-ით.[3]  ეკონომიკური ინდიკატორებით ექსპორტი ევროკავშირში გაიზრდება 6,3%-ით, იმპორტი EU-დან  - 5,8%-ით. ამავე დროს საშუალო ხელფასი უკრაინაში გაიზრდება 5,5 %-ით [4].
ევროკავშირის კონტრაქტები
საკანონმდებლო ბაზის  ჰარმონიზაციით შესაძლებელი გახდება უკრაინულმა ბიზნესმა  მონაწილეობა მიიღოს თანაბარ პირობებში  EU–ში გამოცხადებულ სხვადასხვა ტენდერზე, მომარაგებაზე ,რომელთა ღირებულება ეროვნულ და რეგიონულ დონეზე   დაახლოებით  $2,500 მილიარდს შეადგენს. 
პროდუქციის ზრდა
კვლევამ აჩვენა, რომ უკრაინული წარმოების ზოგიერთ სექტორში მოსალოდნელია ზრდა, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელმოწერის პირობებში.[5]
Agriculture, fisheries, forestry
+1.1%
Cereals/oil seeds
+1.1%
Meat
+2.2%
Sugar/sugar confectionary
+4.7%
Animal/Vegetable Fats
+5.5%
Fruits and nuts
+3.8%
Machinery and Electronics
+7.4%
Motor vehicles/parts
+4.7%
Transport equipment
+3.3%
Ferrous Metals
+2.6%
Metal Products
+5.8%

ფასების შემცირება და ცხოვრების პიროებების გაუმჯობესება
ბარიერების მოხსნა გამოიწვევს ფასის შემცირებას და მომხმარებელთა არჩევანის გაზრდას. ეს ასევე იმოქმედებს მწარმოებლებზე, რომელთაც საშუალება ექნებათ აწარმოონ უფრო იაფად, ვინაიდან წარმოების საშუალებები გათავისუფლედება  სასაზღვრო ბარიერებისაგან. ცალკე საკითხია უფრო ჯანმრთელი და უსაფრთხო პროდუქტი, რომლის გარანტიაც ევროკავშირის სტანდარტები გახდება.
მესამე ქვეყნის ბაზარზე შეღწევის უკეთესი პიროებები
ამ შემთხვეავში ვგულისხმობთ, რომ ევროკავშირი სარგებლობს სხვადასხვა პირობებით ისეთ დიდი ბაზრებზე შეხწევისას, როგორებიცაა: აშშ, იაპონია, ჩინეთი და სხვა. იგივე პირობები ჰარმონიზაციის შემდგომ გავრცელდება უკრაინაზე.
აღნიშნული მკაფიოდ ადასტურებს DCFTA–ის სარგებელს უკრაინისათვის. თუმცა არსებობს რისკები, რომელთა აღმოსაფხვრელად მათ 10–15 წლიანი პერიოდი ეძლევათ. ასე, რომ შიშები დაკავშირებული ევროკავშირთან სხვა არაფერია თუ არა ღრმად ჩაძირული პოლიტიკური  სიტუაცია. რომელიც თანაბრად უკავშირდება ენერგო უსაფრთხოებას, მძიმე მრეწველობასა და პოსტ–საბჭოთა სივრცეს.




[3] German Advisory Group Institute for Economic Research and Policy Consulting
(2011): Quantitative Assessment of Ukraine’s Regional Integration Options
[4]  ECORYS (2008): Trade Sustainability Impact Assessment for the FTA between the EU
and Ukraine within the Enhanced Agreement
[5] CEPS, IFW & ICPS (2006): The Prospects of deep free trade between the EU and
Ukraine and; ECORYS (2008): Trade Sustainability Impact Assessment for the FTA
between the EU and Ukraine within the Enhanced Agreement