Tuesday, April 29, 2014

2014 წლის ევროპარლამენტის არჩევნების ციებ–ცხელება


           
ვანო აბრამიშვილი 



2014 წლის მაისში რიგით მე–8 ევროპული პარლამენტის არჩევნები გაიმართება, რომელიც,  ყველა აქამდე ჩატარებულ არჩევნებზე დიდი მნიშვნელობის იქნება. მაისის მეოთხე კვირაში ევროპის 400 მილიონ ამომრჩეველს ექნება შესაძლებლობა პირდაპირ გადაწყვიტოს, თუ ვინ იქნება მათი  წარმომადგენელი ევროპარლამენტში მომდევნო 5 წლის განმავლობაში. აგრეთვე ამ არჩევნებზეა დამოკიდებული უახლოეს წლებში ორგანიზაციის პოლიტიკური ორიენტირები და ევროკომიის პრეზიდენტის ვინაობა.

2009 წლიდან მოყოლებული ევროპული პარლამენტის გაძლიერებამ საგრძნობლად გაზარდა მისი როლი ევროკავშირის შიგნით. მისი გავლენის ზრდა უმეტესად ეკონომიკური კრიზის ეფექტურად თავის დაღწევის საჭიროებით იყო განპირობებული. შესაბამისად  2014 წლის არჩევნები, პირდაპირ გავლენას იქონიებს მის სამოქალაქო თავისუფლებების ხარისხზე, საბაზრო პოლიტიკაზე, ევროპის იმ ფინანსურ გეგმაზე, რომელიც 2020 წლამდეა გაწერილი და სხვა ყოფით საკითხზეც. ამომრჩეველს ასევე შანსი ეძლევა აირჩიოს ევროპული ინტეგრაციის ის მოდელი, რომლის ხილვაც მას სურ მომდევნო 5 წლის მანძილზე.
პირველად თავისი არსებობის ისტორიაში, ევროპარლამენტი გადაწყვეტს, თუ ვინ ჩაუდგება სათავეში ევროპულ კომისიას, ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოს, რომელსაც ხელეწიფება კანონის ინიცირება და მისი იმპლემენტაციის მეთვალყურეობა. ახალი წესების თანახმად, ევროპული ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლებს მოუწევთ დაასახელონ თავიანთი კანდიდატები კომიისის პრეზიდენტობისთვის, რომელიც საბოლოოდ 751 ევროპარლამენტარის ხმათა უმრავლესობით (376) აირჩევა. ამ შემთხვევაში კი გარკვეულ უპირატესობას სწორედ გამარჯვებული პარტიის კანდიდატი იღებს. ევროკომიის პრეზიდენტის არჩევის ეს მექანიზმი ერთგვარი დემოკრატიული გარღვევა იქნება ევროკავშირის შიგნით, რისი დეფიციტის გამოც იგი ხშირად კრიტიკის ქარცეცხლშიც ეხვეოდა.
რაც შეეხება პროცედურულ საკითხებსა და კანდიდატებს, არჩევნები 4 დღე გასტანს (22–25 მაისი), ვინაიდან ყველა წევრ ქვეყანას საკუთარი საარჩევნო სამართალი  და ნორმატივა გააჩნია. არჩევნების საბოლოო შედეგი 25 მაისის საღამოს გახდება ცნობილი.
ლისაბონის ხელშეკრულების თანახმად, ევროპარლამენტარების რაოდენობა, რომლებიც  28 ქვეყნის 500 მილიონ მოქალაქეს წარმოადგენენ, წლევანდელი არჩევნების შემდეგ 766–დან 751–მდე შემცირდება. ადგილების რაოდენობა ყველა ქვეყნისთვის სხვადასხვაა დეგრესიული პროპორციულობიდან“ გამომდინარე, რომლის მიხედვით, მას შემდეგ, რაც დადგინდება თითოეული სახელმწიფოს მოსახლეობის რაოდენობა, პატარა ქვეყნები ირჩევენ იმაზე მეტ ევროპარლამენტარს, ვიდრე ეს პროპორციულია მათი მოსახლეობის რაოდენობის მიმართ. მაგალითად: გერმანია საშუალოდ იღებს ერთ წარმომადგენელს 838 000 მოსახლეზე, მაშინ როცა მალტაში ეს რიცხვი არის 68 775 (დაწვრილებით ადგილების გადანაწილების შესახებ იხ. სურ. 1). რაც შეეხება ხმის მიცემის სისტემას, აქ საერთო კონსენსუსი არ არსებობს, გარდა შემდეგი სამი პუნქტისა:
სისტემას უნდა ჰქონდეს პროპორციული წარმომადგენლობის ფორმა, პარტიული სიის ან ერთი, გადაცემადი ხმის სისტემის ქვეშ

საარჩევნო არეალი შეიძლება დაიყოს თუკი ეს გავლენას არ იქონიებს მის ხასიათზე
არცერთი საარჩევნო ბარიერები უნდა აჭარბებდეს ხუთ პროცენტს
წინასაარჩევნო რბოლაზე თვალის შევლებით ნათელი ხდება, რომ უმთავრესი ფავორიტები იქნებიან მემარცხენე–ცენტრისტი სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი“, ევროპარლამენტის ახლანდელი პრეზიდენტის, გერმანელი მარტინ შულცის, ხელმძღვა ნელობითა და მემარჯვენე–ცენტრისტი ევროპის სახალხო პარტია,“ ლუქსემბურგის ყოფილი პრემიერ–მინისტრ, ჟან–კლოდ იუნკერით, სათავეში. მათ მოჰყვებიან “ლიბერალ–დემოკრატების ალიანსი ევროპისათვის"და ევროპის მემარცხენეების და სკანდინავიის მწვანეების გაერთიანება“. ასევე ერთვარ გაოცებას იწვევს ნაციონალისტური და ანტიევროპული იდეებით განმსჭვავლული პარტიების რეიტინგის ზრდა, რომლებიც დიდ პროცენტულ ზრდას ელოდებიან პარლამენტში 2009 წელთან შედარებით.
„PollWatch2014ის უახლესი მონაცემების თანახმად (20.03.2014) სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია, ვინაიდან ევროპის ორი ყველაზე დიდი პოლიტიკური ოჯახის წარმომადგენლები: სოციალისტები და კონსერვატორები თანაბარ მდომგარეობაში არიან. საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს, თუ როგორ იმოქმედებს არჩევნების შედეგები მათი კანდიდატების მიერ ჟოზე მანუელ ბაროზოს ადგილის დაკავებაზე. ამომრჩევლის საბოლოო გადაწყვეტილებაზე სერიოზული გავლენა ექნება დარჩენილი დროის სწორად გამოყენებას და დიდი ყურადღება მიექცევა იმ უმნიშვნელოვანეს სატელვიზიო დებატებს, რომლებიც მაისში არაერთგზის შედგება შულცსა და იუნკერს შორის. აგრეთვე საინტერესოა ისიც, რომ ევროპელი სოციალისტების პარტია“ აპირებს ლიდერის, შულცის, წარდგენას უკლებრივ ყველა  წევრ სახელმწიფოში და გეგმავს გამოიყენოს იგივე ტექნიკა, რაც ამერიკის პრეზიდენტს ბარაკ ობამას ჰქონდა წინაასარჩევნოდ -  ამომრჩეველთან პირისპირ შეხვედრა, ონლაინ კამპანია და ხმაზე კაკუნი“, რომლის ფარგლებში არჩევნებამდე ათასობით ევროპელი მოხალისე კარდაკარ სიარულით და ინფორმაციის გავრცელებით ელექტორატის მობილიზებას მოახდენს. 
ნიშანდობლივია არჩევნებზე მისული მოსახლეობის რაოდენობა. 2009 წელს ეს მაჩვენებელი საკმაოდ დაბალი იყო (43%), თუმცა ის ცვლილებები, რაც ლისაბონის ხელშეკრულებამ შემოიტანა ევროპარლამენტის უფლებების გაზდრითა და  ევროკომისიის პრეზიდენტის მვე ორგანოს მიერ არჩევის სახით, სწორედ ამომრჩევლის გააქტიურებაზეა გათვლილი. წინა არჩევნებზე სკეპტიკოსებისთვის ამომრჩევლის დაბალი ჩართულობა იყო ის უმთავრესი არგუმენტი, რომელიც მათ ევროპესიმიზმს კიდევ უფრო აძლიერებდა, მაგრამ ფაქტია, წელს ევროპის მოსახლოების არჩევანს  ისეთი  გავლენა ექნება, როგორც არასდროს. 


წყაროები: