მარიამ წიწიკაშვილი
უკვე რამდენიმე თვეა მთელი მსოფლიოს ყურადღება უკრაინისკენაა მიმართული. მოვლენები იმდენად სწრაფად და მოულოდნელად იცვლება, რომ ,ვფიქრობ, საჭიროა მანამ სანამ უშუალოდ ამჟამინდელ მოვლენებს დასავლეთის რეაქციას განვიხილავდე,მინდა მკითხველს შევახსენო საიდან დაიწყო უკრაინას კრიზისი და როგორ მოვიდა ის დღევანდელ სტატუს-ქვომდე.
კრიზისის ქრონოლოგია
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ უკრაინის 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა პრო-რუსული ორიენტაციის ვიქტორ იანუკოვიჩმა. მისი მთავარი მოწინააღმდეგე იულია ტიმოშენკო დაადანაშაულეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში და საბოლოოდ, 2011 წლის ოქტომბერში დააპატიმრეს.
2013 წლის 21 ნოემბერს იანუკოვიჩის კაბინეტმა უარი განაცხადა ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ეკონომიკურ ურთიერთობაზე, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და დაიწყო მოლაპარაკებები რუსეთთან ახლო თანამშრომლობის შესახებ. ამავე პერიოდში, პარლამენტმა უარყო კანონპროექტი ტიმოშენკოსთვის ქვეყნის ტერიტორიის დატოვების შესახებ. პირველი გამოსვლები კიევის ცენტრში ამ დროს დაიწყო, რომლის ძირითადი მოთხოვნა ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა იყო. ნოემბრის ბოლოსათვის სიტუაცია უფრო მეტად დაიძაბა, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის პირველი შეტაკებები მოხდა. დეკემბრის დასაწყისში, კონკრეტულად კი 8 დეკემბერს, ყველაზე მსხვილმასშტაბიანი აქცია ჩატარდა, დემონსტრაციაში 800 000 უკრაინელი მონაწილეობდა. მათ დაიკავეს ქალაქის მერია და თავისუფლების მოედანი კარვების ქალაქად აქციეს. 17 დეკემბერს იანუკოვიჩისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დასრულდა შეთანხმებით, რომლის ფარგლებშიც რუსეთი უკრაინის ვალს 15 მილიარდის ოდენობით დაფარავდა. გარდა ამისა, უკრაინელები გაზს დაახლებით 75%-ით უფრო იაფად მიიღებდნენ. ევროკავშირის გაწევრიანების „ალტერნატიული დანახარჯი“ საკმაოდ მიმზიდველი აღმოჩნდა.

უკრაინის კრიზისის მორიგი გამწვავება გამოიწვია პარლამენტის მიერ ანტი-საპროტესტო კანონის მიღებამ. 3 დემონსტრანტის სიკვდილის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა დასავლეთ უკრაინაში დაიწყეს ადგილობრივ მთავრობებში შეჭრა. 2014 წლის 28-29 იანვარს, უკრაინის მთავრობა წავიდა დათმობაზე, შესთავაზა ოპოზიციას აქტივისტების გათავისუფლება, ანტი-საპროტესტო კანონის გაუქმება, იმ შემთხვევაში თუ დემონტსტანტები სამთავრობო შენობებს დატოვებდნენ. თუმცა ოპოზიცია ამ პირობის შესრულებას არ დათანხმდა. მოლაპარაკებების შედეგად, 14-16 თებერვლისთვის 234-ივე დაკავებული დემონტრანტი გაათავისუფლეს, თავის მხრივ, კი დემონსტრანტებმა დატოვეს ადგილობრივი სამთავრობო შენობები.
მიუხედავად მიღწეული დათმობებისა, სიტუაციის მომდევნო ესკალაცია მოხდა 20 თებერვალს, როდესაც ხელისუფლების სნაიპერებმა 88 ადამიანი დახოცეს 48 საათში. მხოლოდ უკიდურესი დაპირისპირების, მასობრივი მსხვერპლის შემდეგ, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შეთანხმებას იანუკოვიჩსა და ოპოზიციას შორის. თუმცა ეს კომპრომისი ზედმეტადაც კი შეიძლებოდა მოგვეჩვენოს, რადგან მეორე დღეს პრეზიდენტი იანუკოვიჩი გაქრა. დემონსტრანტებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციულ შენობებზე კონტროლი დაამყარეს. პარლამენტმა დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს, აირჩია დროებითი მთავრობა. პარლამენტის თავჯდომარე ტურჩინოვი დაინიშნა დროებით პრეზიდენტად, ხოლო იაცენუკი - პრემიერ-მინისტრად.
უკრაინა დღეს
მიუხედავად დასავლეთის უარყოფითი შეფასებისა, რეფერენდუმი ჩატარდა და მოსახლეობის 97%-მა რუსეთთან შეერთებას მხარი დაუჭირა. არ დააყოვნა, რუსეთის მოქმედებებმაც. 18 მარტს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმართა პარლამენტს თხოვნით, რათა დაეცვა მოსკოვის ქმედებები ყირიმში და მისი რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი მოემზადებინა. 18 მარტს ვლადიმერ პუტინსა და ყირიმის ლიდერებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ნახევარკუნძულის რუსეთთან შეერთების შესახებ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ 16 მარტსვე გაავრცელეს ერთობლივი განცხადება და გამოეხმარეურნენ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. რეფერენდუმი შეაფასეს როგორც არალეგიტიმური და არაკანონიური და, შესაბამისად, მისი შედეგები მიიჩნიეს უკრაინის კონსტიტუციის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამათლის უხეშ დარღვევად.
უკრაინა და უკრაინელი ხალხი მოუწოდებდნენ დასავლეთს დახმარებისაკენ, მათ შორის სამხედრო დახმარებისაკენ, რათა თავიდან აეცილებინათ რუსული ოკუპაცია. 20 მარტს ბრიუსელში შეიკრიბნენ ევროკავშირის ლიდერები ყირიმის „ანექსიასთან“ დაკავშირებით. შეხვედრას დაესწრო ასევე უკრაინის დროებითი პრემიერ-მინისტრი არსენ იაცენუკი, რომელმაც ხელი მოაწერა ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილს. ამის პარალელურად, ევროკავშირმა გამოაცხადა აქტივების გაყინვა და სავიზო აკრძალვები რუსეთისა და უკრაინის 21 მოქალაქეზე. აშშ-მა იგივე აკრძალვები დაუწესა 11 ადამიანს. აღნიშნული სანქციები შეეხო რუსეთის მთავრობის უმაღლეს წარმომადგენლებს, პუტინის უშუალო მრჩევლებს: დიმიტრი როგოზინი, ვალენტინა მატვიენკო, სერგეი ნარუშკინი, ვიქტორ ოზერნოვი. ასევე, ბიზნესმენები, რომელთაც ახლო კავშირები აქვთ უშუალოდ პუტინთან: ძმები არკადი და ბორის როტენბერგები, მაგნატი გენადი ტიმჩენკო, პუტინის პერსონალური ბანკირი იური კოვალჩუკი.
ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციების საპირისპიროდ, თავის მხრივ, რუსეთმაც მიიღო ზომები აშშ-ის 9 სახელმწიფო მოხელეისა და კანონმდებლის წინააღმდეგ. მათ შორის არიან: სენატის უმრავლესობის ლიდერი ჰარი რიდი, სენატორები ჯონ მაკკეინი, რობერტ მენენდესი, დანიელ ქოუტსი, მერი ლანდრიუ და პალატის სპიკერი ჯონ მოინერი.

დასკვნის სახით შეიძლებ ითქვას, რომ უკრაინის მდგომარეობა კვლავ მწვავეა. არ აღიარებისა და ღრმა შეშფოთების პოლიტიკა ვერ იცავს ქვეყანას რუსული აგრესიისგან. სანქციები, რომლებიც ევროკავშირმა და აშშ-მა დაუწესეს რუს მაღალჩინოსნებსა თუ ბიზნესმენებს, ვერ აქცევს რუსეთს იზოლაციაში და ვერ აიძულებს მას ყირიმის ოკუპაციაზე უარის თქმას. არსებული რეალობით აშკარაა, რომ ისევე როგორც 2008 წლის აგვისტოს აგრესიის დროს, უკრაინის შემთხვევაშიც დასავლეთი ვერ დგამს ქმედით ნაბიჯებს და საერთაშორისო სამართალი კვლავ ფარატინა ფურცლად რჩება. რუსეთი განაგრძობს თავისი ინტერესების განხორციელებას და ევროპა ჩემბერლენის „მშვიდობის“ პოლიტიკის გზას ადგას.