Tuesday, April 29, 2014

ჩინეთი: სამი ნაბიჯი აშშ-სკენ და უკან


გიორგი ჯანგიანი

მას შემდეგ რაც ქსი-ჯინპიანგი - კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენრალური მდივანი - ხდება ჩინეთის პრეზიდენტი, იქმნება მოლოდინი ახალი ტიპის ურთიერთობებისა  აშშ- ჩინეთს შორის. ყველამ ნახა კალიფორნიის რანჩოზე გადაღებული ობამასა და ქსი–ჯინპიანგის გულთადი საუბრის  სურათები, რომლემაც მართლაც წამოწია თემა  new kind of great power relations“(დიდ ძალებს შორის ახალი ტიპის ურთიერთობა). თუმცა 2013-ის დასასრულმა და  2014-ის დაწყებამ დენთის სუნი კვლავ მოიტანა.
ჯერ იყო ჩინეთის საჰაერო თავდაცვის იდენტიფიკაციის ზონის (ADIZ) გამოცხადება აღმოსვალეთ ჩინეთის ზღვაში,  შემდგეგ კი მოთხოვნები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში თევზაობის უფლებისათვის. რასაც ერთვოდა ინციდენტი  აშშ-ს საზღვაო ხომალდის „Cowpens“-სა და ჩინურ ხომალდებს შორის, რომლემაც მკაფიოდ გამოხატა ჩინეთის გავლენის სფეროების მოთხოვნა და აშშ-ს განსხვავებული ინტერესები. მართალია, ნაპერწკალი არსაიდან ჩანს, მაგრამ ცეცხლამდე  პირველი სისხლის გადაჭარბებული მოლოდინია.
უკრაინის მოვლენების ფონზე ბევრი საუბროდა აშშ-ს პირველ სისხლზე და  რუსეთის გავლენის სფეროზე. თუმცა, იქ ყველაფერი ჯერ დასურლებული არაა და  შესაძლო უკან დახევა ევროპაში, სულაც არ ნიშნავს უკან დახევას აზიაშიც, რომელიც აშშ-სთვის დიდი ხანია სტრატეგიული სივრცეა და უკვე მერამდენე ადმინისტრაცია ცდილობს მასზე კონცენტრირებას. ხოლო უკრაინში განვითარებულმა მოვლენებმა კი შეიძლება ერთბაშად მოიტანოს აქცენტი აზიაზე.
ტიპური  GREAT POWER-ისათვის, სულაც არა გასაკვირი გავლენის სფეროები, დაპირიპირება სუპერძალასთან და სუსტი წერტილების ძიება მოწინააღდეგისათვის. ჩინეთი კი სწორედ ასეთად გველვლინება, განსაკუთრებით მისი ქმედებები ბოლო პერიოდში მეტად ამბიციური გახდა და და ის პრეტენზიას  უკვე არამარტო მაგიდასთან ადგილზე, არამდე საკუთარ რეგიონზე აცხადებს.
სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის რეგიონში (განსაკუთრებით კონტინენტურ ნაწილში) ჩინეთი გამოკვეთილი ლიდერია და მხოლოდ იაპონური ეკონომიკური გიგანტი თუ უწევს კონკურენციას, მაგრამ მას შემდეგ რაც პეკინი მსოფლიოში მეორე  ეკონომიკა გახდა ძნელად თუ გამოსდის. ეკონომიკური ზრდის ფონზე  კომუნისტური ხელისუფლება  ცდილობს შექმნას სახე, რომ მისი მიზანი არც ჰეგემონობაა და არც გავლენის სფეროებს შექმნას ცდილობს. ჰეგემონობა ნიშნავს იყო დომინანტი და როგორც ძლიერი აიძულებდე სუსტს მოიქცეს შენი სრუვილისამებრ, ხოლო გავლენის სფეროები, ეს გულისხმობს ექსკლუზიური ვეტოს უფლებას გავლენის სფეროში მოქცეული ტერიტორიების/სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკაზე. განა რომელიმეს მიმართავ  ქსი-ჯინპიანგი?    
პირველი ნაბიჯი; 2013 წლის 23 ნოემბერ ჩინეთის მიერ საჰაერო თავდაცვის იდენტიფიცირებული ზონის (ADIZ) განსასაღვრა. ზოგადად საჰაერო თავდაცვის ზონის იდენტიფიცირება ეყრდნობა უკვე არსებულ პრაქტიკას, მსგავსი ზონა  გააჩნია აშშ-ს, იაპონიას,  სამხრეთ კორეასაც კი.  პეკინის მხრიდან მისი გამოცხადება მეტად ჰგავდა იაპონიასთან საკუთარი პოზიციების გამყარებას, ამ სივრცემ მოიცვა აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვა და ეს ტერიტორია ნახევარზე გაყო, თუმცა მისი გამოცხადების მომენტისთვის იყო ნიშანდობლივი, კონფლიქტი იაპონიასთან ახალ ფაზაში იყო შესული და დავა მეტწილად კუნძულ სენკოკუ/დიაოიუზე მიმდინარეობდა, ხოლო მისმა ADIZ -ის სფეროში მოქცევამ  სახეც კი არ შეუნარჩუნა იაპონიას. შესაბამის ქმედებას მალევე მოჰყვა უკუქმედება და დასავლეთი მკაცრად ჩაერია. თუმცა ამ ჩარევას“ ჰუმანიტარულს და მხარეთა  მოლაპრაკების მაგიდასთან დასმის ფორმატს  ვერ უწოდებდი. ამჯერად ამერიკულმა B-52  ტიპის ბომბდამშენებმა იაპონიას ზუსტად ჩინური ADIZ-მდე კუთვნილი ტერორიტორიის გასწვრივ  ჩაუარეს,მათ შორის სადაო ტერიტორაზეც და ჩინეთის ნებართვის გარეშე  აღადგინეს“  საზღვარი.
ამჯერად ჩინეთი მხარეს მოუწია ახალი საზღვარის აღიარება. თუმცა კონფლიქტის ჭრილობები ღია რჩებოდა  2014 წლის1 იანვრამდე, ვიდრე ახალი საკითხი არ დადგა დღის წესრიგში თევზჭერის შესახებ სამხრეთ ჩინეთში.
ნაბიჯი მეორე; 2014 წლის 1 იანვარს გამოცხადდა რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში თევზჭერისათვის საჭირო გახდა ჩინეთის მთავრობის   მიერ გაცემული უფლება. 9 იანვარს  საგარეო საქმეთა სამინსიტრომ განაცხადა, რომ რეგულაცია~ები საჭირო იყო იმისათვის, რომ  to strengthen the operation, development and rational utilization of fishery resources to protect fishery workers.ალბათ ესეც სადავო ტერიტორიებზე ადმინსტრაციული გავლენის გაზრდის მცდელობად შეიძლება შეფასდეს, თუმცა ვინადიადნ იაპონიის მხირდან საკითხის მწვავედ გაპროტესტება არ მომხდარა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ საკითხით მოხდა შერიგება. ორივე მხარემ სახე შეინარჩუნა; სანაცვლოდ აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში საზღვარი და  სამხრეთ ჩინეთის ზღვაში თევზჭერის ექსკლუზივი გაჩნდა.საბოლოოდ, როგორც აღმოჩნდა შერიგება სხვადსხვაგვარად გაიგეს.
ნაბიჯი სამი; 26 ნომბერში Cowpens“ (ამერიკული სამხერდო გემი)  აკვირდებოდა  ჩინური ავიამზიდის  Liaoning“ -ის საბრძოლოს ჯგუფს საერთაშორისო წყლებში. ჩინური მედიის ცნობით  „Cowpens   იმყოფებოდა  30 მილში Liaoning“-ისაგან. ჩინური მხარის პოზიცია, იყო, რომ აშშ-ს ხომალდის ყოფნა უგულებელყოფდა ჩინეთის მთავრობის დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის გემებს არ ჰქონდათ უფლება ყოფილიყვენენ იქ, სადაც Liaoning“-ი წვრთნებს ატარებდა. ჩინური მხარის პასუხი Cowpens“-ის ინიციდენტზე  ისეთივე იყო, როგორიც თავად ამერიკული მხარის პოზიცია, როდესაც მისი ავიამზიდების მახლობლად წვრთნის დროს არ შეიძლება იმყოფებოდეს სხვა ქვეყნის ხომალდები, თუ წყალქვეშა ნავები.
 თუმცა ოფიციალურ პეკინსა და ვაშინგტონს შორის დაპირისპირება, მათი დავა საზღვაო სივრცეზე ამით არ დაწყებულა,  დასრულებით კი დასრულდა ჩინეთის ექსკლუზიური უფლების აღიარებით მისი ტერიოტრიიდან მხოლოდ,12 საზღვაო მილზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი წინააღდეგი იყო, მას ამაა მაინც ავალდებულებდა საერთაშორისო სამართალი და საზღვაო შეთანხმება, რომლის ხელმომწერიც  არის. დავის საფუძველი კი ჯერ კიდევ 2001 წლის ჰაინანის კუნძულების ინციდენტმა დაუდო, როდესაც აშშ-სა ჩინური თვითმფრინავის შეჯახების შედაგად ჩინური  J-10 (საბრძოლო თვითმფრინავი) ჩამოვარდა, ხოლო პილოტი დაიღუპა. აშშ-ს კუთვნილმა თვითმფრინავამა კი ავარიული დაშვება განახორციელა. დაშვებული ხომალდის ეკიპაჟი ჩინეთს 10 დღე ჰყავდა  დაპატიმრებული. საბოლოოდ აშშ-მ ბოდიში მოიხადა. კამათი გარძელდა 2009-ში, მას შემდეგ, რაც მედიაში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ჩინური ხომალდები მუდმივად დაჰყვებოდნენ   საზღვაო-სადაზვერვო ხომალდებს -Victorious  და Impeccable, რასთან დაკავშირებითაც 2013 წელს შანგრი-ლას უსაფრთხოების დიალოგის მიმდინარეობისას, ჩინეთის  სამხედრო წამრომადგენლებამ აღნიშნა, რომ ისინი ახორციელებდნენ სამეთვალყურეო საქმიანობას აშშ-ს ხომალდებზე, იმ საფუძველზე, რომ  დიდი ძალებს ამ კონტექსტში ექნებოდათ მომავალი ურთიერთობა, (თუ აშშ თანახმა იქნებოდა). რაც შეეხება Cowpensინციდენტს, ამ საკითხზე ჩინური პოზიცია არ შეცვლილა და დიდია რისკი მისი ინტერპრეტირება საჰაერო სივრცეზეც გავრცელდეს, რაც გაზრდის კონფლიქტისათვის შეხების სივრცეებს.
ამ საკითხში განსაკუთრებით საყურადღებოა მოვლენების თანმიმდევრობა. კერძოდ ის თუ როგორ უყურებს მოვლენებს ჩინური მხარე და რა ღონისძიებებს ატარებს. პირველ რიგში ის აცხადებს ჩინეთის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილს  ექსკლუზიურ უფლებად და ახორცილებს მისი უზრუნველყოფს ეფექტურად, მათ შორის აშშ-ს სამხერდო გემების წინააღმდეგაც, რომლებიც იცავენ რეგიონში ამერიკის  ძირითად ინეტერესს - შეუფერხებელ ტრანზიტს  საერთაშორისო წყლებში .

2013 წლის 21 დეკემბერს Global Times-ში  გამოქვეყნდა მონროს დოქტრინის ჩინური ვარიანტი, რომელიც დაფუძნებული იყო ფიზიკურ განსხვავებაზე; კერძოდ ,,სამხრეთ ჩინეთის ზღვა ვერასოდეს იქნება მსგავსი კარიბის ზღვისა, თუმცა აშშ-ს მოუწევს ცნოს ამ ტერიტორიაზე ჩინეთის ეროვნული ინეტრესი და მისი განსაკუთრებული მნიშვნელობა მაშინ, როდესაც ის იცურებს ამ ზღვაში’’ განსაკუთრებით მწვავედ იდგა აღნიშნული თემა  ჩინურ მედიაში 2010 წელს, როდესაც მიმდინარეობდა ამერიკულ-სამხრეთ კორეული წვრთნები ყვითელ ზღვაში.
ყვითელი ზღვისა და აღმოსავლეთ ჩინეთი ზღვის გარდა, კომუნისტური რესპუბლიკას ესაზღვრება სამხრეთ ჩინეთის ზღვა, რომელზე უფლებებებიც გაცილებით მკაცრად დგას, ვიდრე დანარჩენ ორზე. დღესათვის პეკინი უარს ამბობს მოახდინოს  ცნობილი 9-dashed line“ - რომლის მიხედვითაც  ჩინური ტეროტორია მოიცავს სამხეთ ჩინეთის ზღვის უმეტეს ნაწილს მათ შორის ტავიანის სამხრეთით პირველი კუნძულების  ჯაჭვის’’ მიმდებარე წყლებს.ხოლო ქმედება სულაც არ ატარებს  სიმბოლური ხასიათს არამედ, მან 2012 წელს ეფექტურად აუკრძალა ფილიპინურ თევზმჭერებს  „Scarborough Shoal“ - რეგიონში შესვლა და აგრძელებს აღნიშნულ ღონისძიებას. (Scarborough Shoal  600 მილით არის დაშორებული უახლოესი ჩინური სანაპიროსაგან.
თუკი ჩინეთი არ ეძიებს გავლენის სფეროებს, სხვა რა შეიძლება დავარქვათ ამ საზღვაო გავლენის მოპოვების მცდელობას? ასევე ძნელად ვთანხმდებით, რომ პეკინი  მხოლოდ ზღვით შემოიფარგლება. თუმცა ეს მხოლოდ მონაკვეთია აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში აშშ-ჩინეთის ინტერესების შეჯახებაში.  უმთავრესი ხომ სამხედრო ბაზა და ალიანსია იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან.  ამერიკა არაა მზად დათმოს,  რეგიონული  ჟანდარმის’’ როლი, ისევე, როგორც მისი ალიანსი სხვადსხვა ქვეყნებთან  რეგიონში. პირიქით, ის ეწრაფვის სიმძიმის ცენტრის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაზე გადმოტანას და ცდილობს მაქსიმალურად ჩამოაყალიბოს რეგიონული პოლიტიკა.
ვიღაცამ უნდა დაკარგოს, რომ სხვამ იპოვნოს. ამას კი, ან თანამედროვე გამოწვევა, ანდა ერთი მხარის სისუსტე განაპირობებს.   ის, თუ ვინ იქნება სუსტი  სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მხოლოდ ძალების მოსინჯვით და მკლავის გადაგრეხვის მცდელობა წარმოაჩენს.