Tuesday, April 29, 2014

ქართული ჯარის სამშვიდობო მისიები კოსოვოდან დღემდე და აფრიკაში

ნიკა ნასრაშვილი

             ქართველი ჯარისკაცების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა ქართულ საზოგადოებაში ყოველთვის იყო განსჯის საგანი.  ამ მისიებს კი თან ახლავს პოზიცია -  სხვის ომში ქართველები არ უნდა მონაწილეობდნენ“ და ქართველმა ჯარისკაცებმა მხოლოდ საქართველოსთვის უნდა იბრძოლონ. ბევრი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა მხოლოდ სუპერ სახელწიფოების“ ინტერესებშია და საქართველოს ინტერესებში არ შედის, მაგრამ...
საქართველო საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში გასული საუკუნის მიწურულიდან მონაწილეობს:
Þ კოსოვო - 1999 წელს პირველი ქართული ოცეული ჩაერთო კოსოვოს სამშვიდობო ოპერაციაში, ქ. მამუშაში. 2003 წლიდან კი ქალაქ პრიზენრენში, გერმანული ბრიგადის შემადგენლობაში 150 ქართველი ჯარისკაცი მსახურობდა.  2008 წლის დასაწყისში კი ქართველმა სამხედროებმა მთლიანად დატოვეს ბალკანეთის ნახევარკუნძული.

Þ ერაყი - 2003 წელს პირველად სამედიცინო და საინჟინრო ოცეული (სულ 70 სამხედრო) გაიგზავნა, მომდევნო წელს კი სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვი 300 კაცამდე გაიზარდა.  2007 წელს, იმდროინდელი პრეზიდენტის ინიციატივით ერაყის სამშვიდობო მისიაში 2000 სამხედრო მონაწილეობდა. ერაყის ოპერაცია 2008 წლამდე გაგრძელდა.
Þ ავღანეთი - საქართველო ჯერ კიდევ 2004 წლიდან მონაწილეობს ISAF-ის ოპერაციაში, ავღანეთში. მაშინ, მათი ამოცანა საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. 2010 წლის აპრილში კი საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის 750 მოსამსახურე გაიგზავნა ჰელმანდის პროვინციაში, ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში საქართველო NATO-ს არაწევრი ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი კონტრიბუტორია. უკვე გადაწყვეტილია, რომ ქართველი სამხედროები 2014 წლის შემდეგაც დარჩებიან ავღანეთში და Post-ISAF-ის მისიაშიც მიიღებენ მონაწილეობას, რაც ავღანეთის ეროვნული გვარდიის წვრთნასა და მათ დახმარებას გულისხმობს.
Þ ავღანეთში წასვლამდე ქართველი სამხედროები ჯერ კრწანისის სასწავლო ცენტრში გადიან ინტენსიურ წვრთნას, ხოლო შემდეგ რამდენიმე კვირიან მომზადებას გადიან გერმანიაში, ამერიკის სამხედრო ბაზაზე, ნატოს ინსტრუქტორების მეთვალყურეობის ქვეშ.  სამხედროები ღებულობენ მნიშვნელოვან გამოცდილებას, როგორც საომარი მოქმედებების დროს, ასევე მშვიდობის უზრუნველყოფისა და საფრთხის პრევენციის შემდგომი გართულებების აღმოსაფხვრელად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ჯარისკაცები ეზიარებიან იმ სამხედრო კულტურას, დისციპლინას რომელიც დასავლეთის ქვეყნებმა დააგროვეს თავიანთი ისტორიის განმავლობაში.

               
რას გვარგებს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა?
პირველ რიგში, აღსანიშნავია  პროფესიონალი სამხედროები; საქართველოს ისედაც მცირე კონტიგენტის ჯარისთვის თითოეული კარგად გაწვრთნილი ჯარისკაცი მნიშვნელოვანია. კარგად გაწვრთნილი, პროფესიონალი სამხედროები კი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქართული ჯარის მომზადების და ბრძოლისუნარიანობის დონეს. ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმზე მეტყველების ამერიკელი პარტნიორების განცხადებებიც - ჩვენი ამერიკელი სამხედროები ადასტურებენ ქართველი სამხედროების მაღალ პროფესიონალიზმსა და სულისკვეთებას, რომელსაც ისინი ავღანეთში იჩენენ..... ეს მაღალი პროფესიონალიზმის ხარისხი ნიშნავს საქართველოს მეტ უსაფრთხოებას.“ საერთაშორისო მისიებში მონაწილე ჯარისკაცების პროფესიონალიზმი 2008 წლის აგვისტოს ომმაც ნათლად აჩვენა.
მეორე, პოზიტიური ასპექტი არის პოლიტიკური მხარდაჭერა. (ჯარისკაცს+დიპლომატი) არანაკლებ მნიშვნელოვანი სარგებელია საერთაშორისო საზოგადოების პოლიტიკური მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული ერთიანობისა და სუვერენიტეტის. საქართველოს წინაშე ბევრი პრობლემა დგას, მათ შორის მნიშვნელოვანია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა კი მნიშვნელოვნად განაპირობებს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ქვეშ  მხარდაჭერას და დახმარებას. უპირველესად კი  ქვეყნის  ფასეულობებს - ადამიანთა სიცოცხლეს, მათი ნორმალური განვითარების უფლებას და საერთაშორისო სამართლის პატივისცემას წარმოაჩენს, ეს  კი მხოლოდ  მაღალი განვითარების დემოკრატიულ სახელმწიფოებს ახასიათებთ, რომელთა  გვერდით  საქართველო საიმედო პარტნიორობიდან საიმედო ერთობას ესწრაფვის.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის ტერორიზმის პრობლემა დღის წესრიგში  მწვავედ არ დგას,  ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ტერორიზმს საზღვრები არ აქვს და მნიშვნელოვანია, საქართველოს ჩართულობა ანტი-ტერორისტულ ოპერაციებში. ჩვენ საერთაშორისო უსაფრთხოების  არამხოლოდ მომხმარებელი, არამედ მისი დამცველი და საკუთარი წვლილის შემტანიც ვართ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართული ჯარის კონტიგენტი მაისიდან ჩაერთვება ცენტრალურ აფრიკაში ევროკავშირის მიერ წარმოებულ ჰუმანიტარულ მისიაში. საქართველო ერთი ასეულით იქნება წარმოდგენილი. მისია ჰუმანიტარული ხასიათისაა და მალიში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას ემსახურება.
რა თქმა უნდა, ასეთ მისიებს თან ახლავს დანაკარგი. ავღანეთის მისიას 29 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა, ხოლო რამდენიმე ასეული დაიჭრა. მნიშვნელოვანია, რომ  სახელმწიფომ მათი ღვაწლი სათანადოდ  დააფასოს, ასევე მნიშვნელოვანია დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციაც. დაჭრილი სამხედროები რეაბილიტაციის რამდენიმე კვირიან კურსს გადიან როგორც ამერიკაში ასევე გერმანიაშიც.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საერთაშორისო მისებში მონაწილეობის მიზანი აუცილებელია სწორად იყოს გაგებული და თითოეულმა ქართველმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოს თითოეული ჯარისკაცი იბრძვის საქართველოსთვის, იმის მიუხედავად, იმყოფება ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ახლო აღმოსავლეთში, აზიასა თუ ცენტრალურ აფრიკაში. ასეთი მისიებში მონაწილეობა, როგორც თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, ის ტვირთი და ვალდებულებაა, რომელიც საქართველომ საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის აიღო“  და ამით ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ საიმედო პარტნიორია და უნდა ენდოს და ენდობიან კიდეც ნატოს წევრი სახელმწიფოები.