Tuesday, April 29, 2014

აფრიკული ტერორიზმი


ლევან გორგაძე

საკმაოდ საინტერესო და უცხო თემას წარმოადგენს აფრიკული ტერორიზმი. შესაძლებელია აღნიშნული ფენომენი უდიდეს გავლენას არ ახდენს საერთაშორისო ასპარეზზე, თუმცა გარკვეულ როლს, თუნდაც კონტინენტის ცხოვრებაში ნამდვილად. ამ ნომრისათვის შევეცადე შემერჩია ისეთი ტერორისტული ორგანიზაცია რომელიც ნაკლებად ცნობილია სააერთაშორისო ასპარეზზე, თუმცა მისი შესწავლა და ახლის ძიება/შემეცნება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს. 
დასაწყისისთვის უნდა აღინიშნოს რომ "ბოკო ჰარამი" ისევე როგორც მსოფლიოში მოქმედი ან წარსულში აქტიური ორგანიზაციები საკუთარ თავს სულაც არ უწოდებს ტერორისტულ ორგანიზაციას და საერთაშორისო ასპარეზზე თუ რეგიონში კონკრეტული მიზნების და ამოცანების მიღწევას ცდილობს. მომდევნო ნაწილში შევეცდები ზედმიწევნით სრულყოფილად მიმოვიხილო აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაცია, მისი ჩამოყალიბება და ევოლუცია, როგორც შემდგომში ვნახავთ ბოკო ჰარამი საკმაოდ ახალგაზრდა ორგანიზაციაა, რომელიც 2001 წლიდან არსებობს და დღესაც აქტიურად ეწევა საკუთარ საქმიანობას. ამასთანავე შევეხებით აღნიშნული ორგანიზაციის სტრუქტურას და ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვან ასპექტს ჩვენი სპეციალობისთვის მის საერთაშორისო საქმიანობას და მის მიერ ჩადენილ საერთაშორისო ტერორისტულ აქტებს. მიუხედავად ჩვენი ღრმა ოპტიმიზმისა აღნიშნული დაჯგუფება საკუთარ საქმიანობას მეტწილად მაინც აფრიკის კონტინენტზე ანხორციელებს და რამდენადაც აფრიკული ტერორიზმი არც ისე კარგადაა შესწავლილი სწორედ ამიტომ ჩავთვალე მნიშვნელოვნად დამეწერა ისეთ ფენომენზე რომელიც ჩვენს ცოდნას უფრო გააღრმავებს და რაღაც სიახლეს შემოიტანს. ყოველგვარი გაურკვევლობის გამოსარიცხად საჭიროა აღინიშნოს, რომ ბოკო ჰარამის მოძრაობა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ აღიარებულია როგორც ტერორისტული დაჯგუფება. აქედან გამომდინარე ჩვენი კვლევის მიზანი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს არის პატარა დაჯგუფება დიდი მტრის წინააღმდეგ(ასიმეტრიული ბრძოლის პრინციპი) და საერთაშორისო აქტორების მიერ აღიარებულია ტერორისტულ ორგანიზაციად. ნაშრომის შემდგომ ნაწილებში უფრო დაწვრილებით გავეცნობით აღნიშნულ პატარა თუმცა საინტერესო ორგანიზაციას.


Boko Haram Movement - ბოკო ჰარამის მოძრაობა(ნიგერია)
ბოკო ჰარამის ორგანიზაცია, რომლის სახელი სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც " დასავლური განათლება არის ცოდვით სავსე" არის ისლამისტური, ჯიჰადისტური, კარგად შეიარაღებული ორგანიზაცია რომელიც დაფუნდა 2001 წელს.  აღნიშნული მოძრაობა ძირითად საქმიანობას ეწევა ჩრდილო-აღმოსავლეთ ნიგერიაში, კემერუნში და ნიგერში. ბოკო ჰარამის მოძრაობა დააფუძნა მუჰამედ იუსუფმა, ნიგერიის ჩრდლო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ მაიდუგურში 2001 წელს. თამად შეიძლება ითქვას რომ ბოკო ჰარამი წარმოადგენს რელიგიურ ორგანიზაციას.მისი საქმიანობის მანძილზე ორგანიზაციის სამიზნეს წარმოადგენდა ქრისტიანული ინსტიტუციები, როგორიცაა მაგალითად ეკლესია, მიუხედავად რელიგიური დაპირისპირებისა მათ მიერ ჩადენილ ტერორისტული აქტებში უმრავლესად მუსლიმი ადამიანები იღუპებოდნენ. ბევრი მკვლევარი მიიჩნევს რომ სწორედ ამ მიზეზის გამო შეუძლებელია ბოკო ჰარამის "წმინდა ბრძოლა" ჩაითვალოს დაპირისპირებად მხოლოდ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის. მოძრაობის წარმოშობას ბევრი მკვლევარი აბრალებს დიდ ეკონომიკურ და ფინანსურ განსხვავებას, ასევე ცხოვრების დონეებს შორის უდიდეს განსხვავებას სამხრეთ და ჩრდილოეთ ნიგერიას შორის, მათი აზრით ჩრდილოეთ ნიგერიაში მცხოვრები მოსახლეობა თავს გრძნობს მიტოვებულად ცენტრალური ხელისუფლებისგან, რაც ნამდვილად შეიძლება გახდეეს ხალხის პროტესტის მიზეზი. ნიგერიის ეკონომიკური შემოსავლის უდიდესი ნაწილი იხარჯება უსაფრთხოებაზე, ჩრდილოელები მიიჩნევენ რომ ეს ყოვლად უსაფუძვლო და კორუმპირებული თამაშებია ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან რაც მათ უკმაზოფილებას კიდევ უფრო ამძაფრებს. ბოკო ჰარამმა დაახლოებით შვიდი წელი (2002-2009) მოანდომა საკუთარი ძალების კონსოლიდაციას ნიგერიაში. აღნიშნული ორგანიზაცია კარგად გავს ჩვენთვის კარგად ნაცნობ საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციას "ჰამასს". მის მსგავსად ბოკო ჰარამმაც სამხედრო გზებთან ერთად გამოიყენა თავისი პოლიტიკური ფრთა მიზნების მისაღწევად, რაც გამოიხატებოდა ალტერნატიული საშუალო სკოლების შექმნა ჩრდილო-აღმოსავლეთ ნიგერიაში, აგრეთვე ალტერნატიული პოლიციის განყოფილებების შექმნა ამავე რეგიონში.

ჯგუფის მიზანს წარმოადგენს ნიგერიაში ისლამისტური საზოგადოების დაფუძნება რომელიც იხელმძღვანელებს შარიათის პრინციპებით. აღნიშნული ორგანიზაციის სახელზე დაახლოებით 10 000 დაღუპულია ადამიანია 2001-2013 წლების განმავლობაში.
ჯგუფს არ გააჩნია ჩამოყალიბებული სტრუქტურა ერთადერთი ნიუანსი რაც 2009 წლამდე იყო ცნობილი არის ერთპიროვნული ლიდერი მუჰამედ იუსუფი.
ორგანიზაციის საქმიანობაში გარდამტეხი პერიოდი იყო 2009 წელი, რამაც ჯგუფის საქმიანობა და სისტემა ძირეულად შეცვალა. ერთ-ერთი პოლიციის რეიდის დროს მოკლეს ორგანიზაციის ლიდერი და დამფუძნებელი მუჰამედ იუსუფი. აღნიშნული რეიდი ჩატარდა ნიგერიის სპეციალური შეიარაღებული ძალების მიერ, ბიბისი-ს მონაცემებით აღნიშნული შეიარაღებული დაპირისპირება სპეციალურ ნაწილებსა და ბოკო ჰარამის წევრებს შორის დაახლოებით ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, საბოლოოდ დაჯგუფების ლიდერი, სპეციალურ სახმედრო ნაწილების მიერ ოფიციალური ვერსიის თანახმად გაქცევის მცდელობის დროს მოკლეს.

ლიდერის სიკვდილმა ბოკო ჰარამის ორგანიზაცია შეიძლება ითქვას რომ უფრო გააძლიერა. აღნიშნული ორგანიზაციის გავლენა ნიგერიის სამ სხვადასხვა რეგიონში გავრცელდა. ეს რეგიონებია: იობე, ბორნო და ადამავა. 2013 წლის მონაცემებით ნიგერიის პრეზიდენტმა ჯონათან გუდლაქმა ქვეყნის ამ რეგიონში გაუსაძლისი მდომარეობის გამო საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა დამცველები ბოკო ჰარამს ადანაშაულებენ ტერორისტული აქტების დროს განურჩეველი მსხვერპლის პრინციპით მოქმედებაში( Indiscriminate Killings) მიუხედავად ტერორისტული ორგანიზაციის კრიმინალური ქმედებებისა ბევრი ექსპერტი აღნიშნავს რომ ხშირად რთულია განასხვავონ ორგანიზაციის და უბრალოდ სხვა კრიმინალური ჯგუფების ქმედებები, რომლებიც ხშირად ბოკო ჰარამის სახელს ამოფარებულნი მოქმედებენ თავიანთი რეალური სახის დასაფარავად.

http://news.bbc.co.uk/2/hi/8177451.stm
http://www.bbc.co.uk/news/world-africa-25407126
http://www.voanews.com/content/nigeria-extends-state-of-emergency-in-northeast/1794156.html