Wednesday, March 19, 2014

უკრაინა, რას ველოდოთ?

                                                                                                               გიორგი ხატიაშვილი

უკრაინაში განვითარებული მოვლენები არანაირ დამაიმედებელ შედეგს არ იძლევა. ერთის მხრივ, იანუკოვიჩი განაგრძობს ძალაუფლების მონოპოლიზაციას და ავტორიტარიზმის განმტკიცებას: 16 იანვარს უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო ცვლილებები კანონებში, რომლის ძალითაც, მაგალითისთვის, სახელწიფოს შეუძლია ინტერნეტზე წვდომა შეზღუდოს, წესდება ახალი კონტროლი არასამთავრობო ორგანზაციებზე, მკაცრდება სასჯელი არეულობებში მონაწილეობისთვის და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, ხუთ მანაქანაზე მეტ კოლონაში ტარებისთვის მძღოლი დაისჯება მართვის მოწმობის და ტრანსპორტის ორწლიანი კონფისკაციით. მეორეს მხრივ, პორტესტანტები უფრო და უფრო რადიკალურები ხდებიან, ბრძოლაში „მოლოტოვის კოქტეილები“, ალმოდებული საბურავები, ხელკეტები და კატაპულტაც კი ჩაერთო, ხოლო კიევის ცენტრი, სადაც, პრინციპში, ომია დემსონტანტებსა და პოლიციას შორის, სამოქალაქო ომის დროინდელ ბეირუთს უფრო დაემსგავსა ვიდრე აღმოსავლეთ ეროპულ ქალაქს.

            ცხადია, რომ სიტუაციის განმუხტვა იოლად შეიძლება ვადამდელი საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო არჩევნებით. იანუკოვიჩი ჯერ-ჯერობით  პოლიტიკურ სიჯიუტეს ავლენს, როდესაც არამარტო საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნაზე აცხადებს უარს (რაც მის სკამს უქმნის საფრთხეს), არამედ საპარლამენტოსაც, რომელიც ერთი შეხედვით დაარეგულირებდა სიტუაციას და მხარეებს ბარიკადებიდან პოლიტიკურ პროცესში დააბრუნებდა.
მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი არსებობს: სიტუაცის კიდევ უფრო ესკალაცია, გამოიწვევს იანუკოვიჩის მიერ საგანგებო მდგომარეობის შემოღებას და მომიტინგეთა წინააღმდეგ “გენერალური” შეტევის დაწყებას, შესაძლოა კიევში სამხედრო ძალები შემოიყვანონ. დიდი ძალისხმევით ის გაწმენდს „მეიდანს“ (შესაძლოა მსხვერპლიც იყოს) და აღადგენს წესრიგს. ამის შედეგად, ცხადი გახდება, რომ ევროკავშირი იანუკოვიჩთან აღარ გააგრძელებს ასოცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს, შეიძლება უკრაინა სანქციების საფრთხის ქვეშაც დადგეს. ყველანაირი ევროპული პერსპექტივა  წარსულს ჩაბარდება. იანუკოვიჩი, სავარაუდოდ, გააღრმავებს რუსეთთან ინტეგრაციას და რეალურად დადგება საფრთხე უკრიანის საბაჟო კავშირში გაწევრიანების.
მოვლენათა სხვნაირად განვითარების შემთხვევაში, „მეიდანი“ ძალებს მოიკრეფს. დაიწყება ორხელისუფლებიანობა, (რისი პირველი ნაბიჯები გადაიდგა ალტერნატიული რადას შეკრებით და ვიტალი კლიჩკოს პრეზიდენტად გამოცხადებით), რაც უნდა დასრულდეს  სამთავრობო შენობების შტურმითა და იანუკოვიჩის მიერ კიევის დატოვებით. “რევოლუციური” მთავრობა დანიშნავს ახალ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს.
 არ უნდა დაგვივწყდეს, რომ ორივე სცენარის პირობებში უკრაინის რეგიონები ამას არ მიიღებენ. რევოლუციას და ახალ მთავრობას ყირიმი და აღმოსავლეთ უკრაინა არ სცნობს, ის პირდაპირ განიხილავს ახალ მთავრობას, როგორც “ზაპადენცების” დიქტატს და უკრაინის ნატო-ში და ევროკავშირში „შეთრევის“ საფრთხეს. აუცილბლად, განსაკუთრებით ყირიმის მხრიდან, იქნება მოწოდებები რუსეთისადმი პირდაპირი ჩარევის. თუ ახალი მთავრობის მიერ საფრთხე დაემუქრა რუსეთის, შავი ზღვის ფლოტის ყირიმში დისლოცირებას ან უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებამ პერპექტივები შეიძინა, უნდა ველოდოთ რუსეთის პირდაპირ და დაუფარავ ჩარევას უკრაინის საქმეებში.
იანუკოვიჩის მიერ მეიდანზე გამარჯვებას არ შეეგუება დასავლეთ უკრაინა. ლვოვში უკვე ჩანს დაუმორჩილებლობის ნიშნები (მომიტინგეებმა ქალაქის ადმინიტრაცია დაიკავეს). ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები უარს განაცხადებენ დაემორჩილონ კიევს. უკრაინის დეზინტეგრაციამ შეიძლება რეალური სახე მიიღოს.
            არის მესამე ვარიანტიც, მხრაეები დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და იანუკოვიჩმა, საერთშორისო ზეწოლის საშუალებით, დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.



http://citizenjournal.info/?id=14710